"სინამდვილეში წელს უფრო თბილი ზამთარი გვექნება, ვიდრე სხვა წლებში" - ქართველი სინოპტიკოსების განმარტება

ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი იქნება," - ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უცხოურ სააგენტოებზე დაყრდნობით, ჩვენმა საინფორმაციო სააგენტოებმაც გაავრცელეს.

ამასთან, საქართველოშიც ადრე აცივდა, - ნოემბრისთვის უჩვეულოდ ცივა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში დედაქალაქში -10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

დეტალებში გასარკვევად, თუ რეალურად როგორი ზამთარი გველის, გავესაუბრეთ რამაზ ჭითანავას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს:

"რაიმე ანომალურ შემთხვევასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, ანუ რაღაც განსაკუთრებულ ზამთართან, სხვა დროს რომ არ ყოფილა და ასეთი რამ მოსალოდნელი არ არის... ახლანდელი აცივება ციმბირის ანტიციკლონმა გამოიწვია, რომელმაც

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აღმოსავლეთის მიმართულებიდან დაიწყო და აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად აცივდა. შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის ტემპერატურათა სხვაობა გაჩნდა, რამაც დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი წარმოქმნა, რაც გრიგალის სახით გამოიხატა (32 მ/წმ ეს ქარის საკმაოდ მაღალი სიჩქარეა). თან, ხანგრძლივი იყო და გარკვეული ზარალიც გამოიწვია. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში გამოდარებაა მოსალოდნელი, ნალექს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ველოდებით," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა წელს რეალურად უმკაცრესი ზამთარი, ასე პასუხობს: "ამისთვის საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი ქვეყანა ვართ, გვაქვს ურთიერთობა მსოფლიოს ამინდის პროგნოზის მოწინავე ცენტრებთან, საიდანაც არ გვაქვს ინფორმაცია, რომ წელს ანომალური ზამთარია მოსალოდნელი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები