საუკეთესო იდეები პატარა აბაზანისთვის

აბაზანა ის ადგილია, სადაც ადამიანი უნდა მოდუნდეს და მთელი დღის უსიამოვნებები და დაღლა წყალს უნდა გაატანოს. ასეთი ეფექტის მიღწევა მარტო დიდი სივრცეში როდია შესაძლებელი. თუ თქვენი აბაზანა მოკრძალებული ზომის არის, ამის გამო გულს ნუ გაიტეხთ, სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა უბრალოდ შეიყვაროთ თქვენი აბაზანა და მის მოსაწყობად პროფესიონალების რამდენიმე საინტერესო რჩევა გაითვალისწონოთ.


როდესაც ადამიანს განსაკუთრებული ხიბლი აქვს, მასზე ამბობენ, რომ ის ქარიზმატული ადამიანი არის, იგივეს თქმაა შესაძლებელი ინტერიერზეც. ასე რომ, აბაზანის მოწყობის დროს სტილისტები გვირჩევენ ყურადღება მივაქციოთ მის სტილისტურ გაფორმებას, მაგალითად, თუ აბაზანა ერთფეროვანია, გირჩევთ გადაახალისოთ სპილენძისფერი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი აქსესუარებითა და დეტალებით.


იმისთვის, რომ პატარა აბაზანა ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს, გირჩევთ მოსაპირკეთებლად ცისფერი ფერი შეარჩიოთ, ეს სივრცეს უფრო დიდს აჩენს და ამასთანავე უფრო მოწესრიგებულად და აკურატულად გამოიყურება.


ასევე ძალიან ეფექტურია აბაზანში სარკიანი კარადების დამონტაჟება. ეს ფაქტორიც ძალიან კარგად მოქმედებს აბაზანის ვიზუალზე და მას უფრო აფართოვებს.
აბაზანა ის ადგილია, სადაც ნივთები მინიმალური რაოდენობის უნდა იყოს. მინიმალიზმი და ლაკონურობა,

არის, ის ორი მთავარი პრინციპი, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს ამ სივრცის მოწყობის დროს. ნივთები მინიმალური რაოდენობის და ხარისხი უმაღლესი - ეს თქვენი კომფორტის მთავარი საწინდარია.
რაც შეეხება იატაკს, ეცადეთ ის გეომეტრიული ფიგურებით იყოს დამშვენებული, ის ყველანაირ ინტერიერში ძალიან კარგად ჩაჯდება.

პატარა ზომის აბაზანის მოწყობის დროს კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა იქ აბაზანა თუ მის გარეშეც კარგად იგრძნობთ თავს. ამიის ალტერნატივად გამოგადგებათ კუთხის საშხაპე, რომელიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება და მოსახერხებელიც არის.

 


კარი დეკორის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, ამიტომ უნდა განიხილოთ ალტერნატიული ვარიანტები. ამისათვის საკმარისია კარი შეღებოთ ინტერიერის შესაფერის ფერად, მაგალითად შავად ან ყვითლად. ერთი სიტყვით, მთავარია ის არ ოყოს ამოვარდნილი საერთო ინტერიერიდან და კონტექსტიდან.
თავისუფალი კუთხე პატარა აბაზანაში ოქროს ტოლფასია, აქ ყოველ სანტიმეტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გირჩევთ აქცენტი გააკეთოთ ღია თაროებზე, სადაც უამრავი საჭირო ნივთის განთავსებას შეძლებთ.


თუ თქვენ ექსპერიმენტები არ გაშინებთ შეგიძლიათ ცადოთ და აბაზანის მოსაპიორკეთებლად რამდენიმენაირი კაფელი გამოოყენოთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ამას გემოვნებით გააკეთებთ.

კომენტარები

თამარ 2017-01-09 09:04
საშხაპე, რომ ადგილის ეკონომიას აკეთებს ისედაც ყველასთვის მისახვედრია. ასევე სარკეებიანი ზედაპირიც რომ ვიზუალურად ადიდევს სივრცეს ეგეც გასაგებია... ჯობდა რაიმე კონკრეტული გერჩიათ. მაგალითად, ფილები სიგრძეზე გავაკრათ თუ ჰორიზონტალურად. განათება წერტილოვანი თუ ერთიანი...
ნატა 2016-11-27 12:33
გადასარევია. ოღონდ ქართულ რეალობაში, რიცა ჯორჯიან ვოთერ ანდ ფაუერის მსგავს გველეშაპს უპყრია წყალი, აბაზანების "გალამაზება" მოგროვებული წყლის ბოცებით გვიწევს!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები