როგორ შევქმნათ სახლში სითბო და სიმყუდროვე შალის გამოყენებით

როდესაც სახლში სითბოსა და სიმყუდროვეზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში  რაიმე თბილი ქსოვილი, გადასაფარებელი ან შალითაგადაკრული სავარძლები გაგვახსენდება.  ყველაზე თბილი და სასიამოვნო ქსოვილი კი შალია - ის დიდი ხანია ინტერერში ”ზის” და დროსაც უძლებს. ეს გასაკვირი არცაა, შალს ხომ უძველი დროიდან მოვიხმართ და ძალიან სასარგებლო მატერიად ითვლება. ხოლო რაც ადამიანის ორგანიზმს ”უხდება”, ის ინტერიერსაც გააკეთილშობილებს.


სანამ შალის ნაჭრის შერჩევას გადაწყვეტთ, ჯერ კარგად უნდა გაერკვიოთ, რისთვის გინდათ ეს შალის ნაჭერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი, შალი ხომ სხვადასხვანაირი არსებობს, მჭიდრო, ფაფუკი და ა.შ


ისევე, როგორც ყველა სხვა ნივთს თუ მატერიას, შალსაც გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შალი, როგორც ნატურალური მატერია, სუნთქავს და ძალიან კარგად ატარებს ტენს, ასე რომ, შალის ნაჭრის დივანზე ჯდომა ძალიან კომფორტულია. შალი ძალიან კარგად უძლებს წყალსა და ჭუჭყს, ასევე ძალიან ადვილად იღებება.


რაც შეეხება შალის უარყოფით მხარეებს, ის, ისევე როგორც ადმიანის თმა, ძალიან მგრძნობიარეა დაბალი ტენიანობის მიმართ, ამ დროს ის ხდება მტვრევადი და უხეში. Aასე რომ, თუ თქვენ ეს პრობლემა

გაქვთ, გირჩევთ ჰაერის დამატენიანებლის გამოყენებას.


გარდა ამისა, მართლაც ხარისხიანი შალის ნაჭერი იაფი ნამდვილად არ ღირს. ერთი მეტრის ფასი 70-დან 250 დოლარამდე მერყეობს. ფასს განსაზღვრავს მწარმოებელი ქვეყანა, ხარისხი, ნაქსოვის ტიპი და ა.შ.


რაც შეეხება შალის ინტერიერში გამოყენებას, ყველაზე ხშირად ის, რა თქმა უნდა, რბილი ავეჯის გადასაკრავის ფორმით გვხვდება.
შალი იდეალუყრად უხდება როგორც კლასიკური სტილის ავეჯს, ისე თანამედროვეს. მისგან, გარდა ავეჯისა შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა ინტერიერის აქსესუარებიც.

კომენტარის დამატება