თქვენს სახლში კომფორტის შესაქმნელად, "შინი" ფანტასტიკურ ადგილებს ათვალიერებს და გირჩევთ ესტუმროთ...

საზოგადოების მაღალმა ინტერესმა და ჩვენმა ცნობისმოყვარეობამ გადაგვაწყვეტინა სტუმრობა ავეჯის სახლ „Dogtas&Kelebek“-ში, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კმ-ზე მდებარეობს. ნათქვამია გაგონილს ნანახი სჯობიაო, ამიტომ „შინი“ ექსკლუზიური ავეჯის სალონიდან გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

საინტერესოა კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა.საქართველო უკვე შეუერთდა ევროპის 44 ქალაქს,რომელიც საზოგადაოებას ყველაზე მოდურ,ხარისხიან და კომფორტულ ავეჯს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.



სალონის კრეატიული ინტერიერი,ტენდენციური და გემოვნებიანი დიზაინი მეტყველებს იმაზე, რომ ავეჯის სფეროში „Dogtas&Kelebek” ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. შოურუმში წარმოდგენილი ავეჯი, საუკეთესოდ იკითხება როგორც თავისი სპეციფიკური, დახვეწილი დიზაინის გამო, ასევე იმ განსაკუთრებული მიზეზით, რომ „დოგტას ჯორჯია“ სალონის გამორჩეული სტილით და ინტერიერით, ქმნის ძალიან საინტერესო გარემოს. ეს არის პროექტი - „მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური კომფორტი“.

„აქ ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა“- ამბობენ „დოგტას ჯორჯია“-ში და შეუძლებელია არ დაეთანხმო, არ მიხვდე და ვერ იგრძნო. სავიზიტო ბარათად იქცა შოურუმის ერთ-ერთი კედელი,რომელიც ნატურალური, ეზოს ხის მასალისგან აეწყო, გემოვნებიანი მიქსი ბეტონისა და აგურის კედლებით, ნამდვილად მეტყველებს, რომ აქ ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა

და ბუნებრივი მასალით არის შესრულებული. სამ სართულზე გავლებული დეკორაციული ბაგირები, მომხმარებლების ობიექტური შეფასებით, ყველაზე კრეატიული და ორიგინალური ნამუშევარია. მოკლედ აქ მოსულ ვიზიტორებს „Dogtas&Kelebek” შემოსვლისთანავე უქმნის განწყობას, რომ ისინი იმყოფებიან საუკეთესო და გამორჩეულ ავეჯის სალონში.



აქ მომხმარებელს სთავაზობენ ხარისხს და დიზაინს მინიმალურ ფასად. ავეჯი რომელიც სერთიფიცირებულია და წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით ევროპის წამყვან ქვეყნებში, უკვე საქართველოს ბაზარზეა.

მოთხოვნაზე მორგებული დიზაინი-ეს არის პრიორიტეტი ბევრ სხვა ნიუანსთან ერთად. სრული ჰარმონიისთვის და დახვეწილი ინტერიერისთვის, „Dogtas&Kelebek” აწარმოებს კომპლექტაციას ისე, რომ ღია ინტერიერში და სტუდიოს ტიპის ბინებში, შეგიძლიათ გქონდეთ სტილისტურად ერთი და იგივე ტიპის ავეჯი. მაგალითად, „დოგტას ჯორჯიაში“ შესაძლებელია შეიძინოთ საძინებელი და ზუსტად იგივე დიზაინის, ფერის და სტილის მისაღები ოთახი ან ტელევიზორის კედელი. ეს გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, მარტივად შეძლებთ დააკომპლექტოთ ავეჯი თქვენი სახლისთვის,შექმნათ ერთიანი ინტერიერი, ვიზუალურად დახვეწილი სივრცე და, რაც მთავარია, თქვენ გექნებათ მაღალი ხარისხის,ცეკოლოგიურად სუფთა მასალის ავეჯი,რომელიც ქარხნის 44 წლიანი გამოცდილებით, ნამდვილად შეგიქმნით კომფორტს.

იხილეთ ფოტოგალერეა: https://www.facebook.com/Dogtas-Georgia%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90-702201243260363/

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები