"მწვანე კუნძული" მრავალსართულიან სახლში

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საიტმა shin.ge-მ აივნების კონკურსი გამოაცხადა. მკითხველებმა რედაქციაში ბევრი ლამაზი ფოტო გამოგზავნეს, თუმცა ლაიქების მიხედვით რჩეული, 1805 ხმით გახდა ქალბატონი მაია ბიძინაშვილი. გამარჯვებულმა "შინ"-ისგან და გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან სასიამოვნო საჩუქრები მიიღო. ჩვენ ვესტუმრეთ ქალბატონ მაიას და მისი მართლაც ულამაზესი აივანი, "მწვანე კუნძული" თავად დავათვალიერეთ.


- პროფესიით პურის წარმოების ტექნოლოგი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვმუშაობ. სამი შვილი მყავს, უფროსი სტუდენტია. ჩემი მეუღლე მოძღვარია, მამა იაკობი. მთელ ჩემს ძალას და ენერგიას ოჯახს ვახმარ. სოფელში გავიზარდე. ყველაფერი მიყვარს, რაც მიწასთან არის

დაკავშირებული ხე, ბალახი, ყვავილები, მცენარეები. დედას და დეიდას ყოველთვის უყვარდათ ყვავილები, განსაკუთრებით ჩემი გამზრდელი დეიდაა "დაავადებული" ყვავილების სიყვარულით. ულამაზესი იების კოლექცია აქვს, რომელიც ნებისმიერ მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. ალბათ ამან იქონია გავლენა, რომ ჩემი ფავორიტი ყვავილი იაა. წარმოიდგინეთ, პაწაწინა ქოთანში აღმოცენებული ეს ციცქნა მცენარე რამხელა სილამაზეს აფრქვევს.

- უამრავი განსხვავებული ყვავილი გაქვთ. მაღალსართულიან კორპუსში როგორ ახერხებთ მათ შენახვას, გამრავლებას, მოვლას? რთული არ არის?
- რა თქმა უნდა, კორპუსში იმდენი საშუალება და გასაქანი არ არის, როგორც ეზოში, ბაღში, თუმცა მთავარი მონდომებაა. თუ ადამიანს გიყვარს ბუნება, მცენარეები, ყვავილები, აივანზეც შესაძლებელია პატარა წალკოტის მოწყობა, სადაც სულიერად დაისვენებ, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებ. აივნის გალამაზებაში, მცენარეების შეძენასა და გამრავლებაში ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, მისი დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მასაც ძალიან უყვარს ყვავილები. არასოდეს დამზარდება, თუ ვთხოვ ყვავილების, ქოთნების, სასუქის საყიდლად წაყვანას. დღეში ორჯერაც რომ ვთხოვო, უარს არ მეტყვის. ასე ერთობლივი ძალებით მოვაწყვეთ ჩვენს პატარა აივანზე მწვანე კუნძული. მამა იაკობი ჭავჭავაძის გამზირზე სამების ეკლესიაში მოღვაწეობს, იქაც ძალიან ლამზად აკეთებენ ტაძრის ეზოს, ალბათ შემოდგომაზე მზად იქნება.

ბოლო პერიოდში ძალიან ტრენდული და მოდური გახდა ყვავილებით და მცენარეებით გალამაზებული ეზოები, სახლები, აივნები, საჯარო დაწესებულებები, კაფეები და ა.შ. რაც ძალიან მახარებს. თითოეული დარგული მცენარე, ყვავილი, ნერგი ჩვენი ქალაქის, სოფლის, ბუნების, გარემოს საკეთილდღეოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.


- სულ ახლახან გახდით აივნების კონკურსის გამარჯვებული. როგორ გაიგეთ კონკურსის შესახებ და ელოდით თუ არა გამარჯვებას?
- დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს თქვენს ჟურნალს და საიტს. შეძენილი მაქვს ყველა ნომერი, რაც კი გამოსულა. თქვენი საშუალებით ვიღებ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას, რჩევებს ყვავილების, მებაღეობის, მცენარეთა მოვლის, ინტერიერის დიზაინის შესახებ. სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე კონკურსის შესახებ. თავიდან ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, ჩემზე უკეთესი აივნები აქვთ და მე მაინც ვერ გავიმარჯვებ-თქო. მეგობრებმა შემაგულიანეს, მომცეს სტიმული და ბოლო დღეს გავაგზავნე სურათები. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, მოულოდნელი იყო, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა.

ბევრი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში, მილოცავენ, ზოგი რჩევებს მთხოვს, ზოგს კი ჩემთან სტუმრობის სურვილი აქვს. ამ კონკურსის საშუალებით ჩემი შექმნილი სილამაზე უამრავ ადამიანს გავუზიარე, შევიძინე ბევრი საინტერესო მეგობარი, მომეცა სტიმული უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩვენი აივანი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჟურნალ "შინს" და მის სარედაქციო ჯგუფს.


მერი ბლიაძე

კომენტარები

Mako 2016-09-17 17:56
zamtarshi rogor uvlit,saxlshi shegaqvt?
ქეთევან 2016-08-28 00:31
shegizliat mitxrat aivnistvis minda advilad mosavleli da male rom izrdeba iseti yvavili romeliaa :) madloba
nana 2016-07-01 09:37
ulamazesia
მაია ბიძინაშვილი 2016-06-29 13:25
აივანი თუ მოწესრიგებული გაქვთ, შეღებილია კედლები და მოაჯირი, იატაკი ლამაზად გამოიყურება, მაშინ ფული დაგჭირდებთ ყვავილების, მიწის და ქოთნების შესაძენად. თუ საკმარისი ადგილი გაქვთ შეგიძლიათ დადგათ მაგიდა და სკამები, ლამაზი სავარძელი ან ჩემსავით საკუთარი ხელით გააკეთოთ დასაჯდომი, ბალიშებით.
ki 2016-06-28 10:12
ra damijdeba egeti aivani, mec minda moxvalt cemtan?

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი