ღუმლის წმენდა "დალბობის" მეთოდით - სწრაფად და ეფექტურად

შემწვარი წიწილა საუცხოო გამოვიდა, მაგრამ ღუმელი? ღუმელს რა ეშველება, ამდენ ცხიმის ლაქას რა ვუყო?
ალბათ ეს სიტუაცია ყველა დიასახლისს ეცნობა. თუმცა, გვინდა დაგამშვიდოთ და გაგახაროთ, არსებობს საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ღუმელის გაწმენდა აღარ იქნება ისეთი რთული და შრომატევადი პროცესი, რომელიც ყველა დიასხლისს ასე სძულს.
თავად ღუმელი თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს, მისი მინის კარი კი კვირაში ერთხელ მაინც. რაც უფრო მეტ ხანს დავაყოვნებთ მის გაწმენდას, მით მეტი საქმე გვექნება სამომავლოდ.
რაც უფრო გასაწმენდია ღუმელი, მით ნაკლები სიმხურვალე აქვს, ეს

კი გამოცდილი დიასახლისისთვისაც კი საკმაოდ სერიოზული დაბრკოლებაა ამა თუ იმ კერძის მომზადების დროს. არადა ამით, შესაძლოა, თქვენს ნამცხვარს ნივრის ან სხვა სანელებლის სუნიც კი აუვიდეს, ალბათ, ამაზე არც ერთი თქვენთაგანი ოცნებობს, ჰოდა, მოდით ეს პრობლემა დროულად მოვაგვაროთ. ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი რჩევა.
შეარჩიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, თუნდაც ჯამი ან ნამცხვრის საცხობი ფორმა, ჩაასხით მასში წყალი, შედგით ღუმელში და გაახურეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურამდე. ასე გააჩერეთ 20 წუთი.  მიმწვარი ადგილები კარგად დალბება  და მისი გაწმენდა ბევრად მარტივი იქნება.
თუ საჭმლის მომზადების დროს ღუმელის ძირზე ცხიმი გადმოვიდა, მოაყარეთ ცოტა სოდა, ასე გააჩერეთ გარკვეული დროის განმავლობაში. სოდა ძალიან კარგად იწოვს ცხიმს. როდესაც ღუმელი გაცივდება, ქაღალდის ხელსახოცით მოწმინდეთ სოდა. ამის შემდეგ ღუმელის გამწმენდი სხვა საშუალება აღარ დაგჭირდებათ.
ასევე შეგიძლიათ სოდისა და წლის ნარევი წაუსვათ ღუმელის ძირსა და კედლებს კერძის მომზადებამდე. კეთების შემდეგ ღუმელის გაწმნდა ბევრად მარტივი იქნება.

კომენტარები

მანჩო 2017-12-30 10:12
ძმარი და სოდა ჩაასხი ზიპ პარკში ჩადე ეგ შენი დუში შიგნით.გააჩერე იმდენი ხანი სანა წყალი კარგად არ გადმოვა
tomatoma 2016-08-29 22:35
mainteresebs duchis gacmenda tviton duchi otxkutxedia da ar ixsnena naleqit aris gachedili da cyali cota modis versad cavacydi inpormacias

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი