5 პუნქტი, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ალუმინის კარ-ფანჯრის შერჩევისას


დღეს-დღეობით ალუმინის კარ-ფანჯარა, გამძლეობიდან და დახვეწილი დიზაინიდან გამომდინარე, ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა ალუმინის კარ-ფანჯარას საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკურ მახასიათებელი აქვს, რომელიც შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. არასწორად შერჩეული ან დამონტაჟებული ვიტრაჟები კი შესაძლოა საფრთხესაც კი შეიცავდეს. სწორედ ამ თემის უკეთ ასახსნელად მივმართეთ კომპანია არქლაინ ენჯინერინგს, რომელიც ალუმინის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა საქართველოში.

არქლაინმა გაგვიზიარა 5 მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

⦁ ინჟინრული დამუშავება

დღეს-დღეობით საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ალუმინის კარ-ფანჯრებსა და ვიტრაჟებს სთავაზობს. ერთი შეხედვით პროექტის
დამუშავება მარტივია, თუმცა ამ დროს ხდება ძალიან მნიშვნელოვანი დეტალების გათვლა, როგორებიცაა: ქარის დატვირთვა, თითოეული კონსტრუქციის ზომა/სიმძიმე და სხვა. არქლაინის პროფესიონალი ინჟინრები გულმოდგინედ სწავლობენ ყველა დეტალს, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლის უსაფრთხოებისთვისა და კომფორტისთვის.



⦁ ალუმინის პროფილი

ალუმინის პროფილი არსებობს ორი სახის, ცივი-თერმო ხიდის გარეშე და თბილი-თერმო ხიდით. შიდა ტიხრებისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ ცივი პროფილი, თუმცა გარე გამოყენებისთვის კი აუცილებლად თერმოხიდიანი პროფილი. საქართველოში არსებობს არაერთი ალუმინის ბრენდი, რომელსაც გვთავაზობენ კომპანიები. მათ შორის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა : თურქული ბრენდი - ASAS და ბელგიური ბრენდი Reynaers. კომპანია არქლაინი მომხმარებელს სთავაზობს ორივე ბრენდს,იმის მიხედვით თუ რომელი ალუმინი შეესაბამება კონკრეტულ პროექტს სპეციფიკაციიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე.

⦁ მინა-პაკეტი

ალუმინის მსგავსად, მინა-პაკეტიც ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეირჩეს. მინები განსხვავდება სისქის და მახასიათებლის მიხედვით. ინჯინერი კონკრეტული პროექტის ზომების, ქარის დატვირთვის, სიმაღლის და სხვა მახასიათებლის მიხედვით არჩევს მინის სისქეს. ასევე მინა-პაკეტის შერჩევა ხდება მოთხოვნის მიხედვით, როგორებიცაა: ხმის დეციბალების გამტარიანობა, ამრეკვლიანობა, მზის სხივების გამტარიანობა, თბოიზოლაციის კოეფიციენტი და სხვა. არქლაინის ინჟინრები გულდასმით არჩევენ შესაბამის მინა-პაკეტს, რათა მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრება იყოს სრულიად კომფორტული. კომპანია არქლაინის პარტნიორები არიან ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორებიც არიან : ფრანგული მინის მწარმოებელი კომპანია Saint-Gobain, Guardian და სხვა.



⦁ მექანიზმი

მექანიზმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მასზე დიდ წილად არის დამოკიდებული მინა-პაკეტის ექსპლუატაციის პერიოდი. მექანიზმები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და კარ-ფანჯრის წონასა და ზომაზე გათვლილი. არასწორად შერჩევის შემთხვევაში შესაძლებელია კონსტრუქცია დაიღუნოს და ჩამოვარდეს. სწორედ ამიტომ კომპანია არქლაინი იყენებს გერმანული წარმოების SIEGENIA-ს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებითა და უმაღლესი ხარისხით.

⦁ დამზადების ტექნოლოგია

სწორად შერჩეული მასალები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა უშუალოდ კარ-ფანჯრის დამზადების ტექნოლოგია. ხშირად ხდება, როდესაც თითქოს მაღალი ხარისხის მასალებით დამზადებული კარ-ფანჯრებს აქვთ დეფექტები, ისეთი როგორებიცაა: ქარის წუილი, დაორთქვლა, დარღვეული ჰიდროიზოლაცია და სხვა. სწორედ ამიტომ არქლაინის საწარმო აღჭურვილია ევროპული დანადგარებით, რომლებიც მილიმეტრების სიზუსტით ახდენს სრულ მექანიზირებულ პროცესს.



კომპანია არქლაინი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის: ალუმინის კარ-ფანჯარას, ვიტრაჟებს, სლაიდურ სისტემას, ფასადურ სისტემას, მინის გადახურვასა და სხვა პროდუქციას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ნომერზე: +995 568 73 63 43