ღობის გაფორმების საინტერესო იდეები

ღობე მთელი სივრცეა შემოქმედებისთვის, დაგჭირდებათ მხოლოდ ფანტაზია და ინსტრუმენტები.
თუ გინდათ შენიღბოთ დაზიანებული ადგილი ან უბრალოდ მოგბეზრდათ ძველი ღობე და გინდათ განაახლოთ, გადახედეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ იდეებს.

ყვავილების ჭედური სადგამი

მეტალის ელემენტებით გაფორმებული ხის ღობე ძალიან ლამაზად და დახვეწილად გამოიყურება.

დეკორატიული გვირგვინი

მსგავსი დეკორი ამერიკასა და ევროპაში მიღებული და გავრცელებულია, ის გარკვეულწილად სადღესასწაულო განწყობას ქმნის, ადამიანს პოზიტიურად განაწყობს. გვირგვინი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ.

განათება

აგარაკზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული განათება. ლამაზი ნა
თურებით ღობის ლამაზად გაფორმება ძალიან კარგი იდეაა.

ოთახის  მცენარეები

თუ ზაფხულის გატარებას აგარაკზე აპირებთ და არ იცით, რა მოუხერხოთ ოთახის მცენარეებს, შეგიძლიათ თან წაიღოთ და ღობე გააფორმოთ.

ნახატები

ადრე გრაფიტი ვანდალიზმად მიიჩნეოდა, დღესდღეობით კი სივრცის დეკორირების შესანიშნავი საშუალებაა, რომელსაც იყენებენ არა მარტო გარე სივრცეში, არამედ ბინებშიც. ნუ ჩამორჩებით ახალ ტრენდს და გააფორმეთ ღობე ლამაზი ნახატით.

დეკორატიულ პანელი

თუ თქვენი ღობე მოძველდა და დაფექტები აღენიშნება, შეგიძლიათ გაალამაზოთ დეკორატიული პანელებით. ის ძალიან ადვილი დასამონტაჟებელია, თუ გადაიფიქრებთ, შეგიძლიათ ჩამოხსნათ ან შეცვალოთ ახლით.

ქანთრის სტილი

დეკორირების ეს ხერხი ყველზე მეტად ხის ღობეს უხდება. თუ ამის ნიჭი გაგაჩნიათ, შესაფერისი ინსტრუმენტებით შეგიძლიათ სცადოთ და მსგავსი ღობე, ქანთრის სტილში, თქვენც გააკეთოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები