თინეიჯერმა გოგონამ ჯარისკაცის ჩაფხუტში "მშვიდობის ბაღი" გააშენა

ერთ-ერთი საინტერესო კომპოზიცია გავაკეთე ჯარისკაცის ჩაფხუტში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ეხურა ჯარისკაცს. ის ოკუპანტებს გადაურჩა... სიმბოლურია, რომ ჯარისკაცის ჩაფხუტში ყვავილების პატარა ბაღი გავაშენე, ეს ჩემთვის მშვიდობას, ახალ და ბედნიერ სიცოცხლეს ნიშნავს"

ზამთარში ყვავილების სამ­ყა­როში მოხვედრა არც ისე ადვილია, თუმცა, ამ სუსხში მაინც აღმოვაჩინე­ თბილის­ური­ სამოთხე. 18 წლის ანი ციციშვილს ავჭალაში ულამაზესი ორანჟერეა აქვს. იქაურობას 100-ზე­ მეტი სახეობის ეგზოტიკური მცენარე ამშვენებს. აგრარული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი მცენარეების გარდა, თუთიყუშებს - მრავალფერ ლორიკეტებსა და თევზებსაც უვლის.

 - ყველაფერი გვიმრების მოვლით დაიწყო. ჯერ

ერთი სახეობა მქონდა, მერე ნელ-ნელა გავამრავ­ლე... ახლა გვიმრის 22 სახეობა მაქვს. თავიდან მხოლოდ ის მცენარეები მომ­წონდა, რომელთაც ფერადი ყვავილები­ არ აქვთ, მაგრამ მერე გამრავალფეროვ­ნება გადავწყვიტე. ახლა ძირითადად, ტროპიკული მცენარეები მაქვს. მაგალითად, სპატიფილუმი, ორქიდეები, ანთურიუმები,­ აფელანდრა, მწერიჭამია დიონეა მუსციპულა,­ გვიმრებიც, ასევე, ხრიზალიდოკარპუსი,­ კოდიუმი, მონსტერა, ფილოდენდრონები.

- როგორ უვლი მათ?
- მცენარეს ყოველდღიური მოვლა სჭირდ­ება. ვაკონტროლებ ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობას. ტენიანობა 70%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, იდეალური კი 90%-ია. თუ ტენიანობა იკლებს, გამათბობელთან სველ ნაჭერს ვდებ - აორთქლებული წყალი ტენიანობას აბალანსებს.
ოკეანის თევზებისთვის აუზის გაკეთებას ვაპირებ. ამის შემდეგ ტენიანობის კლებასთან ბრძოლა აღარ დამჭირდება, ამ პატარა ეკოსისტემაში კლიმატი ბუნებრივად შეიქმნება.

- სასუქს ან რამე განსაკუთრებულ მინერა­ლებს იყენებ?
- მცენარეებისთვის ყველაზე სასარგებლო აკვარიუმის წყალია, რომელშიც თევზები ცხოვრობენ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ფრთათეთრაა - პატარა თეთრი მწერი. მასთან გამკლავება რთულია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები