გავრცელებული შეცდომები, რომელთა გამო მრავალწლოვანი მცენარეები ზარალდებიან

თუ ჩითილების საყიდლად წასვლას, გაზრდილი მცენარეების დაყოფას ან ბუჩქების გასხვლას აპირებთ, ამ სტატიას უნდა გადაავლოთ თვალი.
შეცდომებს არა მხოლოდ დამწყები, ზოგჯერ გამოცდილი მებააღეებიც უშვებენ ყოველწლიურად, არც კი აცნობიერებენ, რომ ამას არასწორად აკეთებენ. შედეგი ხშირად სამწუხაროა - საკმაოდ ჯანსაღი გარეგნობის ნერგები შეიძლება არ გადარჩეს ზამთარში, ან გაიყინოს. როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია?

არასწორად შერჩეული ადგილი

თითოეულ მცენარეს აქვს თავისი ადგილი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ტიპს. ჩრდილის მოყვარულ მცენარეს შეუძლია კარგად გამოიყურებოდეს ვერანდის ყვავილებთან ერთად, მაგრამ თუ მზე მუდმივად ანათებს მას, ეს დიდხანს არ
გაგრძელდება. აი, ზამბახი კი, რომელიც მხოლოდ მზიან ადგილას ყვავის, გამოიტანს უამრავ ძლიერ ფოთოლს, მაგრამ ყვავილებს ვერ იხილავთ. დასკვნა მარტივია: სანამ მცენარისთვის ადგილის შერჩევას გადაწყვეტთ, მოიძიეთ მის შესახებ საჭირო ინფორმაცია: სად იზრდება, როგორი ნიადაგი მოსწონს და რამდენ წყალს საჭიროებს.

სრული მზე - 6 ან მეტი საათი პირდაპირი მზის სხივები დღეში.
ნაწილობრივი მზე - მზის პირდაპირი სხივების 4-დან 6 საათამდე.
ნახევრად ჩრდილი - 4-დან 6 საათამდე მზის პირდაპირი სხივები დღეში, ძირითადად - დილით.
სრული ჩრდილი - მზის პირდაპირი სხივები 4 საათზე ნაკლები დღეში.

მულჩის ვულკანები

სურათი, რომელიც შეიძლება ნახოთ ბევრ ბაღში და ქალაქის პარკებშიც კი, არის ხე ან ბუჩქი დაფარული მულჩის ფენით: ნახერხი, ნეშომპალა, მოცელილი ბალახი და ა.შ. დიახ, მულჩი კარგია მცენარეებისთვის, მაგრამ თუ მცენარის ღეროსა და ძირს დაფარავთ, ისინი იწყებენ ლპობას ტენიანობის მუდმივი ზემოქმედებისგან, რაც იზიდავს მწერებს და ხელს უწყობს დაავადებებს. ამის გამოსასწორებლად მულჩის ფენა მცენარის ღეროს მოშორებით და 3-4 სმ-იან ფენად გაანაწილეთ, რაც მას დონატის ფორმას მისცემს.

მჭიდრო ნარგავები

მოგწონთ ხალხის ბრბოში ყოფნა? ალბათ - არა და მცენარეებსაც არ მოსწონთ. არ აქვს მნიშვნელობა, რას დარგავთ: ბუჩქებს, ხეებს, პომიდორს თუ კიტრს, მათ შორის თავისუფალი ადგილი უნდა იყოს: სინათლე, ჰაერი და ნიადაგის გარკვეული რაოდენობა. თუ მცენარეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის დარგული, ისინი თავს ცუდად გრძნობენ, შედეგი კი მცენარეების მოსავლიანობის დაქვეითებაა, ასევე კონკურენცია, საბოლოოდ მხოლოდ ყველაზე ძლიერი გადარჩება. ნერგების ყიდვისას დაინტერესდით მცენარეების მომავალი ზომებით და წაიკითხეთ რეკომენდაციები, რომელშიც ყოველთვის არის მითითებული მცენარეებს შორის სასურველი დაშორება, ოპტიმალური მანძილი.

ერთი სახეობის მცენარის დარგვა

ცხადია, გსურთ ლამაზი, მოწესრიგებული ხეების მწკრივი, რათა დამალოთ თქვენი მეზობლის ღობე და შეჰმატოთ კონფიდენციალურობა თქვენს ბაღს, მაგრამ მონოკულტურების დარგვა არ არის კარგი იდეა. თუ რომელიმე მცენარე დაავადდა, დაკარგავთ ყველა ნარგავს, რადგან ინფექცია სწრაფად ვრცელდება მეზობელ ნერგებზეც. უმჯობესია მრავალწლიანი ნარგავების დარგვა ჯგუფურად, მცენარეთა თავსებადობის გათვალისწინებით. ასე ბაღი იქნება ლამაზიც და ჯანსაღიც.

გადამეტებული სიღრმე

ეს შეცდომა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და მცენარე შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში დაიტანჯოს და დასუსტდეს, ფესვის ზედა ნაწილი (ის ადგილი, სადაც ხე გადადის ღეროდან ფესვებამდე) არ უნდა დაიმარხოს. ეს ეხება ყველა ხის ნერგს. ამ ადგილის გაღრმავება ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო და არა ყოველთვის დარგვის დროს. შეიძლება ძალიან ღრმად ამოთხაროთ სარგავი, დროთა განმავლობაში მიწა დაჯდეს, ადგილი გათანაბრდეს, წყალსაც ხშირად ასხმათ და შედეგად აღნიშნული ნაწილი მიწაში აღმოჩნდება ხოლმე, რაც საბოლოო მცენარის დაღუპვას იწვევს.

გრუნტის წყლები


გარკვეული ხილის კულტურების დარგვისას მნიშვნელოვანია იცოდეთ ამ არეალში მიწისქვეშა წყლების გავრცელების დონე. როგორც წესი, მაღალ ხეებს ღრმა ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც 2 მეტრს აღწევს და თუ ადგილზე მიწისქვეშა წყლებია, ხე შეიძლება მოულოდნელად დაიღუპოს რამდენიმე წელიწადში. ფესვები წყალს მიაღწევს, დასველდება და დალპება.

აგრესიული გასხვლა
დავიწყოთ იმით, რომ შემოდგომაზე გასხვლა არ არის ისეთი სასურველი, როგორც გაზაფხულზე. ზოგიერთ კულტურას უმჯობესია საერთოდ არ შეეხოთ. შემოდგომაზე გასხვლა რეკომენდებულია გამონაკლის შემთხვევებში, საუბარია სანიტარიულ გასხვლაზე, ანუ მშრალი, დამტვრეული ტოტებისა და დაავადებული ყლორტების მოშორებაზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები