როგორი ინტერიერი უხდება აგარაკს


აგარაკი მხოლოდ ნარგავები და სარეველებთან ბრძოლის ველი როდია, ეს ის ადგილია, სადაც ზაფხულის ცხელი დღეების გრილად და მშვიდად გატარებას შეძლებთ. მოდი ვნახოთ, როგორ შეიძლება აგარაკის სახლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტულ ადგილად ვაქციოთ, სადაც დასვენება მხოლოდ პოზიტიურ ემოციებთან იქნება დაკავშირებული.

გამოიყენეთ სივრცე ჭერს ქვემოთ


შესანახი სისტემა აქტუალობას არასდროს კარგავს იქნება ეს ქალაქის ბინა თუ აგარაკი. თუ აღნიშნულ პრობლემას წააწყდით, გირჩევთ სცადოთ და მაქსიმალურად აითვისოთ ჭერს ქვემოთ არსებული სივრცე, რომელსაც შესანახ სისტემად აქცევთ. გვერწმუნეთ, ეს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

დაუმატეთ
ბუნებრივი დეკორი



აგარაკის სახლის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ინტერიერის სტილზე ბევრი ფიქრი საჭირო არ არის. მას იდეალურად უხდება ეკო სტილი თავისი ბუნებრივი მასალებით. ეცადეთ გაფორმების დროს, დეკორის ელემენტებად, მაქსიმალურად გამოიყენოთ ხის მასალები, იქნება ეს მორები, ტოტები თუ სხვა.
ხე სივრცეს ყოველთვის დამატებით სიმყუდროვესა და სითბოს სძენს.


გააღეთ ფანჯრები



თუ თქვენი ფანჯრებიდან ლამაზი ხედი იშლება, ახლომახლო მეზობელი არ გყავთ და არის იმის საშუალება, რომ ჩამოხსნათ ფარდები და გაათავისუფლოთ სივრცე, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, გვერწმუნეთ, ეს თქვენი სახლის მთავარი ბონუსი იქნება.

ცოცხალი ყვავილები


გაზაფხულზე და ზაფხულში აგარაკზე ცოცხალი ყვავილების ქონა სირთულეს არ წარმოადგენს, გირჩევთ ყოველთვის იქონიოთ სახლში თაიგული, რომელიც დაამშვენებს თქვენს ოთახს, თუ ამის საშუალება არ არის, შეგიძლიათ თაიგული ქოთნის ყვავილებით ჩაანაცვლოთ.

პეიზაჟი სახლის მთავარ მშვენებად აქციეთ


ქალაქგარეთ სახლის მთავარი უპირატესობა მისი ბუნებასთან სიახლოვეა, ამიტომ ეცადეთ, გამოიყენოთ ეს მომენტი და ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ პეიზაჟი სახლის ყველა კუთხიდან მოჩანდეს.

გამოიყენეთ კიბე ავეჯად



თუ თქვენი სახლი ორსართულიანია და არის იმის საშუალება, რომ კიბე მოთავსდეს, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ და გააკეთეთ ფუნქციური კიბე, რომელიც ავეჯის როლსაც შეითავსებს.

გააკეთეთ ბუხარი


აგარაკის სახლს ამშვენებს ბუხარი, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ სივრცეში ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები