როგორ მოვაწყოთ ჩვენი ეზო - გამოცდილი მებაღის რჩევები

ეზოს ლამაზად მოწყობა დღეს უკვე ბევრს აინტერესებს. ზოგი ამ საქმეში სპეციალისტს იხმარს, ზოგი თავისი გემოვნებით ართმევს თავს. თუკი კონსულტაციას სპეციალისტს ვთხოვთ, თავდაპირველად ყველაფერი ლანდშაფტის დიზაინერმა უნდა შეაფასოს. მნიშვნელოვანია, როგორია მიწა, სამეზობლო, ქარი რა მიმართულებით უბერავს... ამ საკითხებზე მებაღე მაია ბიძინაშვილი გვესაუბრება.

მაია ბიძინაშვილი: - ბაღში შესვლისას მნიშვნელოვანია, როგორი მხვდება­­ და როგორს ვტოვებ გამოსვლისას: მოვლილს,­ გასუფთავებულს, გაკრეჭილს. ხეხილი რომ გამოისხამს, სიხარულს გვანიჭებს. მუშა­ობას ენერგია მიაქვს, მაგრამ დადებითი­ ემოციებით გვავსებს. ეზოს ქალაქებისთვის, ბუნებისთვის, გარემოსთვის, ოჯახებისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულება აქვს. კერძო სახლის შეძენის სურვილი
უმეტესად იმიტომ უჩნდებათ, რომ ეზო ჰქონდეთ, სადაც ბაღს გააშენებენ, გარემოს გაამწვანებენ. მიწის დამუშავება თერაპიაა.

ბაღები სხვადასხვა ზონად იყოფა. არის მოსასვენებელი სივრცე, ადგილები ბავშვების გასართობად, ბოსტნისა თუ ხეხილის ბაღისთვის. თუ დიდი ეზოა, შესაძლოა საცურაო აუზიც გაკეთდეს. ეზო უმეტესად იმას ემსახურება, რომ სამსახურიდან მოსულმა ადამიანმა საკუთარ ეზოში დაისვენოს. შესაბამისად, ეზოს მოწყობასაც ამ ამოცანის შესაბამისად ცდილობენ.

- დედაქალაქში ბევრს აქვს კერძო სახლი და ეზოს ყველა სხვადასხვანაირად აწყობს. ზოგი არავის არაფერს ეკითხება და ვთქვათ, ვარდებს დარგავს ან სხვა ყვავილებს, გაახარებს ბროწეულის ხეებს, კარალიოკს, კაკლებს... როგორც მებაღე, რას ურჩევთ, საიდან დაიწყონ?

- დიდი ხეების ძირების დარგვისას საჭიროა წესების ცოდნა - ისინი ღობიდან ან სახლიდან რამდენი მეტრით უნდა დავაშოროთ. ამის შესახებ ინფორმაცია მოვიძიოთ ან პროფესიონალს დავეკითხოთ. ყველაზე მეტად კაკალი იზრდება და ამიტომაც 4-5 მეტრით აშორებენ, პატარა ხეხილს კი 2-3 მეტრიც ჰყოფნის. გააჩნია ეზოს, რამხელაა და ბაღისთვის რა ადგილი გვემეტება. სამეზობლოც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დისკომფორტი არ შევუქმნათ. სახლთან ახლოს დიდი ხეები ჯობს არ დავდგათ. ბოლო დროს საშუალო ან პატარა ხეებს რგავენ, ან ბუჩქნარსა და ყვავილებს - ადგილი რომ არ დაკარგონ. მასობრივად გავრცელდა ჯუჯა ხეებიც. სწორად უნდა გამოვიანგარიშონ ხეებსა და რიგებს შორის დაშორებები, ნერგებიც ხარისხიანი, ნამყენი უნდა შევარჩიოთ და ჩარგვისას ნოყიერი მიწა ჩავუყაროთ.

მოსასვენებელი ზონის მოწყობისას კარგია­ პერგოლები (ფარდული ბაღში, ჩარდახი), ფანჩატურები. მათ ხის მასალით ან ქვისგან აშენებენ, იყენებენ ლითონის მსუბუქ კონსტრუქციებსაც. მასთან მისასვლელი­ ბილიკიც უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ამ სივრცეებს კაპიტალურადაც აწყობენ - შეჰყავთ წყალი, აშენებენ ბუხარს, დგამენ­ სავარძლებს. თუ მხოლოდ საზაფხულო­ ავეჯით გააწყობთ, ზამთარში ეს ადგილი დაისვენებს. ეზოში, ბილიკების გარდა, შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის გაზონები, უნდა ჭარბობდეს მწვანე ფერი. ბეტონი და ქვა 25%-მდე უნდა იყოს, დანარჩენი მწვანე სივრცეს დაეთმოს. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები