ცარიელი მიწის ნაკვეთიდან ეს საოცარი კარ-მიდამო მიიღეს

ეს ნაკვეთი ახალმა მეპატრონემ 7 წლის წინ შეიძინა. ამ ადგილის თავისებურება ის გახლდათ, რომ იყო გრძელი და სწორი მინდორი. მეპატრონემ გადაწყვიტა აეშენებინა სახლი, აბანო და ფანჩატური. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ლანდშაფტის გაკეთილშობილება მოისურვა და დასახმარებლად ერთ-ერთ კომპანიას მიმართა. საბოლოოდ შედეგი საოცარი გამოვიდა. ბაღის მთელი სტრუქტურა ბილიკის ირგვლივ არის მოწყობილი. თავად ბაღი პეიზაჟურ სტილშია.



მთავარი ბილიკი ფილებით არის მოპირკეთებული. ბილიკის აქეთ-იქით დეკორატიული ბაღია განთავსებული. დეკორატიული ბოსტნის ზონაში ხეა დაგებული. ამ ბოსტანში პატრონს ძირითადად მწვანილი, სალათის ფურცლები, კენკრა, კიტრი და პომიდორი მოჰყავს.



ეზოში არის ხეხილის ბაღიც. აქ იზრდება ასევე სხვადასხვა არომატული მცენარე როგორიც არის პიტნა, ბაზილიკი და ა.შ. გვერდით კი შესანიშნავი დასასვენებლი ზონაა მოწყობილი. ქვის კედლის იქით კი ტყის ზონაა. აქ შეგხვდებათ კოწახური, ტირიფი და სხვა ლამაზი ხეები, ქვედა იარუსში კი ულამაზესი ყვავილები იწონებენ თავს.




ფანჩატურის მახლობლად პატარა აუზია, რომელიც მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვებით, თავად აუზში კი ულამაზეს წყლის მცენარეებს შეხვდებით.




ეზოში მეორე დასასვენებლი ზონაც გახლავთ, რომელიც ხის სკამებით არის დამშვენებული. ერთი სიტყვით, არაფრიდან შეიქმნა ეს საოცარი ბაღი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქმეს პროფესიონალი შეასრულებს, შედეგი საოცარი დგება.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები