თურმე, ბაღ-ბოსტანში მუშაობა გახდომის საუკეთესო საშუალებაა!

ექიმებმა და მეცნიერებმა გახდომის საუკეთესო საშუალებებს შორის სწორედ ბაღ-ბოსტანში მუშაობა დაასახელეს. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით ვინც არის დაკავებული, ვინც მუშაობს ფიზიკურად მიწასთან, მან ეს ნამდვილად იცის. მიწაზე მუშაობის დროს პრაქტიკულად ყველა კუნთი მოძრაობს - ადამიანი ამ დროს ბევრს დადის, ხშირად იხრება, იკუზება, გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეში, პლუს ამას - არის ჰაერზე. ეს ყველაფერი თურმე არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის კარგი, არამედ კონკრეტულად კალორიების დასაწვავად და ზედმეტი წონის დასაგდებადაც.

ასე რომ, თავისუფლად იმუშავეთ ბაღ-ბოსტნებში და დარწმუნებული იყავით, რომ ამით ბევრ კარგ საქმესთან ერთად, საკუთარ ფიზიკურ

მდგომარეობასაც აუმჯობესებთ.