"ტიკტოკერი" წყვილი რაჭიდან, მათი სიყვარულის ამბავი და უარი ქალაქის ცხოვრებას - "გაოცებული ვიყავი, ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილას ერთადერთი ბიჭი ცხოვრობდა... ქალაქში დაბრუნებას არც ვაპირებ"

ქა­ლა­ქი თუ სო­ფე­ლი - ეს სა­კი­თხი ყო­ველ­თვის არის გან­ხილ­ვის თემა და ბოლო პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ზო­გის­თვის ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბას ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, ზოგს კი სო­ფე­ლი, სუფ­თა ჰა­ე­რი, მი­წას­თან, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე ურ­ჩევ­ნია.

"როცა დავ­ბერ­დე­ბი, სა­ცხოვ­რებ­ლად სო­ფელ­ში გა­და­ვალ", - ეს ფრა­ზა ყვე­ლას გაგ­ვი­გო­ნია. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში კი სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი სოფ­ლად მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლებ­ში ჩაც­ვლას ვერ ახერ­ხებს, თუმ­ცა არი­ან ისე­თი ახალ­გაზ­რდე­ბიც, რომ­ლებ­საც სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა აბედ­ნი­ე­რებთ. ერთ-ერთ ასეთ ახალ­გაზ­რდა წყვილს საზ­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კარ­გად იც­ნობს, რად­გან ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ გა­მომ­წე­რებს სოფ­ლის ცხოვ­რე­ბის
შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით უყ­ვე­ბი­ან.

ბლო­გე­რი ნანა არო­ში­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მა­ღალმთი­ან რა­ჭა­ში, სო­ფელ ღებ­ში ცხოვ­რობს: Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას, ნანა ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და მი­წა­ზე მუ­შა­ობ­და და ყო­ველ­თვის იზი­დავ­და ასე­თი ცხოვ­რე­ბა.

ნანა არო­ში­ძე:

"ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა. სოლო მოგ­ზა­უ­რი ვარ და ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სო­ფელ­ში ვი­ცხოვ­რებ­დი. ამ­ჟა­მად მა­ღალმთი­ან რა­ჭა­ში ვცხოვ­რობ. გუ­რი­ა­ში და­ვი­ბა­დე. პრო­ფე­სი­ით ბუ­ღალ­ტე­რი ვარ. პან­დე­მი­ის დროს ონ­ლა­ინ ვმუ­შა­ობ­დი და პა­რა­ლე­ლუ­რად, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც ვა­ხერ­ხებ­დი.

დიდი ხა­ნია, ქა­ლაქ­ში აღარ მი­ცხოვ­რია და სი­მარ­თლე გი­თხრათ, დაბ­რუ­ნე­ბას არც ვა­პი­რებ. ღები მა­ღალმთი­ა­ნი რა­ჭის ბოლო სო­ფე­ლია. აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. სა­ქონ­ლის მოვ­ლას მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა­საც ვუ­თავ­სებ. მე და ჩემს ქმარს მე­ზო­ბე­ლიც არ გვყავს და ძი­რი­თა­დად, სა­ძოვ­რებ­ზე სა­ქო­ნელს მარ­ტო ვა­ტა­რებთ-ხოლ­მე. ჩვე­ნი სა­ძოვ­რე­ბი სვა­ნე­თის­კე­ნაა. ასე­თი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და არც მწყინ­დე­ბა. მთა­ში მა­ნამ ვცხოვ­რობთ, სა­ნამ არ გა­თოვ­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები