"საოკუპაციო ხაზი ჩემი ვენახიდან 100-150 მეტრში გადის... ეს ჩემი გამოწვევაცაა" - ჟურნალისტი და ფერმერი მეჯვრისხევიდან: ულამაზესი ბაღ-ვენახი და მეურნეობა

ტა­რი­ელ გურ­გე­ნი­ძე ფი­ლო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გო­რის გა­ზე­თის რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და. სო­ფელ მეჯვრის­ხევ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ახ­ლოს ცხოვ­რობს. თა­ვი­სი კუ­თხე უზო­მოდ უყ­ვარს, იქა­უ­რო­ბა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დღე­ებ­შიც არ მი­უ­ტო­ვე­ბია. სო­ფელ­ში ყოფ­ნა ძა­ლას ჰმა­ტებს, რად­გან წი­ნაპ­რე­ბის კუ­თხეს უვ­ლის. დიდ მე­ურ­ნე­ო­ბას უძღვე­ბა - ვე­ნა­ხი, ვაშ­ლის ბაღი, ვარ­დე­ბი და კენკრა, ბევრ სხვა საქ­მეს­თან ერ­თად, მისი საზ­რუ­ნა­ვია.

- ბა­ტო­ნო ტა­რი­ელ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რი და სა­ო­ცა­რი სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის პატ­რო­ნი ხართ...

- კი, ასე გა­მო­ვი­და... ორი-სამი შემ­თხვე­ვა მქონ­და, აფხა­ზე­თი­და­ნაც კი ჩა­მო­ვიდ­ნენ ვარ­დის ნერ­გე­ბი­სა და ვაშ­ლის ძმ­რის­თვის. არ
არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი რე­გი­ო­ნი, ჩემ­თან ნერ­გე­ბი­სა და ვაშ­ლის ძმ­რის შე­სა­ძე­ნად არ მო­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ჩემი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე­ვე­ნა­ხე­ო­ბაა. ეს დარ­გი არა მარ­ტო მა­ტე­რი­ა­ლურ შე­მო­სა­ვალს მაძ­ლევს, სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მა­ნი­ჭებს...

ყველ­გან ამა­ყად ვამ­ბობ, რომ პა­პა­ჩემ­მა ფეხი ვე­ნახ­ში ამად­გმე­ვი­ნა. პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, სი­გი­ჟემ­დე ვუყ­ვარ­დი, ვე­ნახ­ში ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი დავ­ყავ­დი. მისი წყა­ლო­ბით ვე­ნა­ხი და ვაზი ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რე­ბია. სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, 2 500 კვად­რა­ტუ­ლი ვე­ნა­ხი მქონ­და. მა­შინ ვაშ­ლის ბა­ღე­ბის გა­შე­ნე­ბის ბუმი გაჩ­ნდა. სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის დი­რექ­ტორ­მა ნამ­ყე­ნი ნერ­გე­ბი მა­ჩუ­ქა. ვე­ნახ­ში ჩავ­ყა­რე და რომ გა­ი­ზარ­და, დაჩ­რდი­ლა, ამი­ტომ ვაზი ამო­საყ­რე­ლი გა­მიხ­და. ეს შეც­დო­მა რომ გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა, როცა მი­წე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცია და­ი­წყო (სა­ხელ­მწი­ფომ სულ 800 კვმ მომ­ცა), მიწა არ მქონ­და ვე­ნა­ხის გა­სა­შე­ნებ­ლად, არც ფული. ამი­ტომ XVII სა­უ­კუ­ნის ფრან­გუ­ლი სა­დი­ლის სერ­ვი­ზი გავ­ყი­დე და 2 ჰექტრამ­დე მიწა შე­ვი­ძი­ნე. ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე სა­უ­კე­თე­სო ჯი­შის ყუ­რძე­ნი გა­ვა­შე­ნე. გორ­ში გო­რუ­ლი მწვა­ნეა ცნო­ბი­ლი, პრობ­ლე­მა კი ის იყო, გო­რის რა­ი­ონ­ში თით­ქმის აღარ იყო...

ეს ჯიში დიდ შრო­მა­სა და მო­ფე­რე­ბას მო­ი­თხოვს, ად­ვი­ლად ავად­დე­ბა ჭრა­ქი­თა და ნაც­რით. კარ­და­კარ დავ­დი­ო­დი, ქა­რე­ლის რა­ი­ონ­შიც წავ­სულ­ვარ რქე­ბის ასა­ღე­ბად. რქე­ბი მომ­ქონ­და, ვა­კალ­მებ­დი, ვა­ფეს­ვი­ა­ნებ­დი და ვა­შე­ნებ­დი, ამის­თვის 5-6 წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და.

- ძა­ლი­ან გიწ­ვა­ლი­ათ...

- კი, ასე იყო. ისე მიყ­ვარს ჩემი ვე­ნა­ხი, დე­და­ჩე­მი ცო­ცხა­ლი რომ იყო, ბევ­რჯერ ვე­ნახ­ში ადუ­ღე­ბუ­ლი რძე გად­მო­უ­ტა­ნია, და­ლიე, ამ­დე­ნი შრო­მით რამე არ და­გე­მარ­თო­სო. მოკ­ლედ, ახლა ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე გო­რუ­ლი მწვა­ნეა და და­ნარ­ჩე­ნი კი თავკვე­რი. ღვი­ნოს ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ვა­ყე­ნებ­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, გა­უ­ყი­და­ვი არ რჩე­ბო­და. ახლა ჩემ­მა გო­რულ­მა მწვა­ნემ სა­ხე­ლი ისე გა­ით­ქვა, ორი წლის მერე რომ მო­სა­ვა­ლი უნდა მო­ვი­დეს, იმა­ზეც კი უკვე კლი­ენ­ტი მყავს. კარგ ფა­სად იყი­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები