"კარგი ბაღჩეულის თუ ბოსტნეულის მოყვანა უამისოდ წარმოუდგენელია" -როგორ მოვაწყოთ კვლები ბოსტანში

ჩვენში ხვნა-თესვის ტრადიციული სეზონი დაახლოებით აპრილიდან იწყება. თუმცა გონიერმა მეურნემ ეს განრიგი გლობალური კლიმატის შესაბამისად შეცვალა და თუ მარტი თბილია, მის დასაწყისშივე ხვნა-თესვა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის ერთნაირად მიმდინარეობს. ძირითადად, საბოსტნე კულტურები ითესება. ბოსტანი კი, ოჯახის მოსახმარებელ თუ სხვა ნაკვეთებში, კვლების გარეშე წარმოუდგენელია, ოღონდ კვლების გაკეთება იმდენ ენერგიას მოითხოვს, რომ დიდ ნაკვეთებში კვლებს უკვე ტექნიკით აკეთებენ. ასეა მოწინავე ქვეყნებში. ჩვენი ქვეყნის მცირემიწიან რეგიონებში კი ბაზოებსა (კვალის ირგვლივ მოსაზღუდად აბექებული მიწა) და კვლებს უწინდებურად ხელით აკეთებენ. კარგი ბაღჩეულის თუ ბოსტნეულის
მოყვანა უამისოდ წარმოუდგენელია. კითხვაზე, რა საჭიროა კვალი, უფროსი თაობის მეურნეები გიპასუხებენ, რომ ის მოსავალს წვიმისას ზედმეტი წყლისგან იცავს, გვალვისას კი ატენიანებს. თუმცა კვლის ფუნქციები გაცილებით მეტია, რის შესახებაც აგრონომ მერაბ თურმანიძეს ვკითხეთ საჩხერეში, სადაც ბაღ-ბოსტანი კვალის გარეშე არ არსებობს.

მერაბ თურმანიძე: - ნაკლებად მეგულება რომელიმე ქვეყნის სოფლის მეურნეობა, სადაც კვლებს არ იყენებენ. კაცობრიობამ დაკვირვებით გამოიმუშავა მათი აუცილებლობა კარგი მოსავლიანობისთვის. ჩვენში ეს ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა, წარმოუდგენელია ბოსტანი, რომელშიც კვალი არ იყოს. ადრე კვლები გუთნითაც გაჰყავდათ, ახლა ნელ-ნელა ტექნიკით ჩანაცვლდა ეს საქმე და მით უკეთესი. თუმცა კვლების ხელით გაყვანის შემთხვევებსაც ბევრგან ნახავთ. ამ დროს ბაზოების გარშემო, სადაც კულტურებია დათესილი, ნიადაგი ოთხივე მხრიდან ან ბარით, ან თოხით ღრმად ამოიჭრება, ისე, რომ წვიმის დროს ბაზოებიდან წყალმა გამოჟონოს და კვლებში ჩავიდეს. 

- უკეთესია დაწვრილებით მოვყვეთ, როგორ ეხმარება კვლები ხარისხიანი მოსავლის მოყვანას.

- როდესაც ბაზოებიდან წყალი კვლებში ჩაედინება და თავად ბაზოებში აღარ გუბდება, ეს ნიშნავს, რომ ბაზოების ნიადაგი ისევ ფხვიერი რჩება და წყლის დიდი მასით არ მკვრივდება. ეს კი პირობაა იმისთვის, რომ ბაზოში დათესილი ბოსტნეული უკეთესად დაფესვიანდეს და ფხვიერ ნიადაგში რაც შეიძლება ღრმად გაიდგას ფესვები.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები