ახალგაზრდა წყვილმა ძველი საჯინიბო მყუდრო სახლად აქცია

ესპანეთში, კამეროსის საგრაფოს მახლობლად ერთი ძველი საჯინიბო მდებარეობდა, რომელიც აშკარად საჭიროებდა რეკონსტრუქციას, რადგან ძველმა საჯინიბომ ფუნქცია დაკარგა და შეიძლება ითქვას, რომ მეპატრინისათვის არანირი სარგებელი აღარ მოჰქონდა. ჰოდა, ახალგაზრდა წყვილმა, რომელსაც ეს საჯინიბო მემკვდრეობით ერგო, გადაწყვიტა მისთვის ფუნქცია შეეცვალა და მიგდებული თავლა მყუდრო დასასვენებელ სახლად ექცია. ეს სახლი საგრაფოში გამორჩეული იყო თავისი მონუმენტური ფასადით. ოთხსართულიანი სახლის ბოლო ორი სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, პირველი და მეორე კი - საჯინიბოდ. მსგავსი ორგანზება თანამედროვე სამყაროში ნამდვილად უცნაური
და წარმოუდგენელიც იყო.

წყვილმა ჩამოაყალიბა საკუთარი იდეები და დასახმარებლად ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიას მიმართა. დეტალების შეთანხმების დროს ყველა ერთხმად შეჯერდა იმაზე, რომ შეენარჩუნებინათ სახლის მთავარი სტილი. იდეის ავტორებს დიდი შრომის გაწევა დასჭირდათ ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად.

იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ სტილი, გადაწყვიტეს კედლებს მინიმალურად შეხებოდნენ და შეენარჩუნებინათ პირვანდელი სახე. ერთადერთი, რისი შეცვლაც კარდინალურად მოუწიათ, ფანჯრები და გასასვლელები იყო, რათა განათება მაქსიმალურად გაუმჯობესებულიყო. დღის შუქმა მისცა საშუალება შენობას, ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩენილიყო. მზის შუქზე კედლებიც ორიგინალურად გამოიყურება, რომელიც მხოლოდ მსუბუქი ბათქაშით არის დამუშავებული.


ხელშეუხებელი დატოვეს ქვის ნიშები, ფილები, პირუტყვის წყლის დასალევი ადგილიც კი.


სახლის ეზოც, რომელიც ძირითადად პირუტყვის საძოვარ ადგილს წარმოადგენდა, გადაკეთდა მშვენიერ მოსასვენებელ სივრცედ.
როგორც ხედავთ, ძველი, მიგდებული სახლი-საჯინიბო მართლაც შთამბეჭდავ სახლად გადაიქცა, რომელიც იქცევს დიზაინერების ყურადღებას.



კომენტარის დამატება