1000-დოლარიანი ბიუჯეტით და საკუთარი ხელით აშენებული სახლი, სადაც წყვილმა ბედნიერება იპოვა

თანამედროვე ადამიანების უმეტესობისთვის სტაბილურობისკენ მიმავალი გზა ცხოვრების წესის შესახებ შეხედულებების გადახედვით იწყება. გამონაკლისი არც ჯეიმსი და ლეონი არიან ახალი ზელანდიიდან.

რამდენიმე წლის წინ წყვილმა გადაწყვიტა ძალების გამოცდა და პატარა კემპერ ფურგონში დაბინავება, რათა თავისუფლება შეეგრძნოთ და ენახათ, მზად იყვნენ თუ არა ცხოვრების ჩვეული წესის დათმობისთვის. ზომიერი კლიმატის მიუხედავად, ზამთარში ფურგონში ცხოვრება კომფორტული არ იყო, ამიტომ ისინი ყოველთვის ქირაობდნენ პატარ ბინას და მომავლის გეგმებს აწყობდნენ.

სულ უფრო და უფრო სერიოზილად განიხილავდნენ საკუთარი პატარა სახლის აშენების საინტერესო ვარიანტებს. მხოლოდ 1000 დოლარის ოდენობის
დანაზოგით, სასოწარკვეთილი წყვილი მშენებლობას შეუდგა.

ლოგიკურია, რომ ასეთი მოკრძალებული დანაზოგით ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯზე ფიქრიც კი არ ღირს, მაგრამ თავგადასავლების მოყვარულები ამ გამოწვევას არ შეუშინდნენ. თავდაპირველად ფულის უქონლობამ (მოგვიანებით გაყიდეს რემონტისთვის ნაყიდი ფურგონი და სატვირთო მანქანა) ახალგაზრდები აიძულა, ნაგავსაყრელებზე ძველი შენობების დაშლის შემდეგ, სამშენებლო მასალების ხელმისაწვდომ ფასად ან უფასოდ მიღების გზები ეძებნათ. იყენებდნენ რემონტის შემდგომ დარჩენილ მასალებს, ძველი ავეჯსა და სხვადასხვა ნაგავს, რაც ნათესავებმა და მეგობრებმა შემოწირულობების სახით შესვთავაზეს.


ჯეიმსს და ლეონის გაუმართლათ, რომ ჰყავდათ მეგობრები, რომლებსაც ჰქონდათ ვრცელი სასოფლო-სამეურნეო მიწები და სატყეო მეურნეობები, შეძლეს მათთვის მიწის ნაკვეთის შეთავაზება მშენებლობისა და მეურნეობისთვის. სწორედ იქ დაიწყო შემოქმედებითი პროცესი, ენთუზიასტებს არა მხოლოდ ზონების ადგილმდებარეობის, არამედ კომუნიკაციების დამონტაჟების გამოთვლა უწევდათ, საუბარია ჩამდინარე წყლებზე, რომელთა გაწმენდის შემდეგ, დაგეგმილი იყო ბაღისა და ბოსტნეულის ბაღის მორწყვისთვის გამოყენება.

ადგილზე ხეების დარგვა და მისი განვითარება მშენებლობის პარალელურად განხორციელდა. მშენებლობის პროცესში უარი თქვეს არაორგანული საიზოლაციო მასალების, ასევე სხვა მასალების გამოყენებაზე.

საბოლოოდ ენთუზიასტების სახლი სრულიად ავტონომიურია; განათების მოწყობილობები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტუმბოები მზის პანელების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით იკვებება, ხოლო წყლის გასათბობად და მოსამზადებლად ბალონური გაზი გამოიყენება. ისინი სასმელი წყლით უზრუნველყოფილნი არიან გამწმენდი ნაგებობის წყალობით, რომელიც წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემიდან მუშავდება.

ჯეიმსმა და ლეონიმ ასევე შეიმუშავეს ინოვაციური სარწყავი სისტემა, რომელიც ამცირებს ნარჩენებს და მაქსიმალურად ზრდის რესურსების გამოყენებას, რაც შეესაბამება განახლებადი რესურსების ინტელექტუალური გადანაწილების იდეას, რაც გარემოსდაცვითი მდგრადობის კიდევ ერთი პუნქტია.


წყვილი სამ წელზე მეტია საკუთარი ხელით აშენებულ სახლში ცხოვრობს და არაფრის შეცვლას არ გეგმავს. უფრო მეტიც, მშობლობისთვის ემზადებიან, რაც მათ არ აშინებს, პირიქით, კიდევ უფრო მეტ ძალას აძლევს, განავითარონ თავიანთი ორგანული ფერმა, რომელიც შემოსავლის წყაროდ იქცა.


საკუთარ ტერიტორიაზე გახსნეს მაღაზია, სადაც ყიდიან იქვე მოყვანილ ბოსტნეულს, ხილსა და კენკრას, ხოლო სახლის გვერდით გაშალეს კარავი იმ სტუმრებისთვის, რომლებიც მდგრადი ცხოვრების წესის ფილოსოფიის გასაცნობად მოდიან. წყვილი საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები