სამზარეულოს დიზაინის 12 თანამედროვე ტრენდი

იმდენად, რამდენადაც სამზარეულო ნებისმიერი სახლის მტავარ ნაწილად, გულად მიიცნევა და უმეტეს სემტხვევასი ოჯახის წევრები უმეტეს დროს სწორედ სამზარეულოში ატარებენ ალბათ ინტერესმოკლებული არ იქნება გადავხედოთ სამზარულოს დიზაინის თანამედროვე, 2018 წლის ტრენდებს. მთავარი სიახლე კი ის გახლავთ, რომ სამომავლოდ სამზარეულო უფრო მუქი ფერის, უფრო ლაკონური ხდება და... თავისუფლდება ზედმეტი ნივთებისგან…


ორი ფერი



დიზაინერები გვირჩევენ ორი კონტრასტული ან ერთმანეთსნ შეხამებული ფერის გამოყენებას.


ტრანსფორმერი ჭურჭელი



ჭურჭელი, რომელსაც ეხსნება სახელურები და ერთმანეთში თავსდება სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.


ქლიავისფერი



კიდევ ერთი ძალიან აქტუალური ფერი შავი ქლიავის
ფერია. მომავალ წელს ის უფრო ხშირად შეგვხვდება.


ორთქლსახარშები და სხვა



ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ დროის დაზოგვას, ამიტომ ცდილობენ თავიდან მოიშორონ ზედმეტი ქვაბები და ტაფები და უპირატესობას ორთქლსახარშსა და სხვა თანამედროვე, სწრაფ და მოხერხებულ ტექნიკას ანიჭებენ.


ჩაშენებული ტექნიკა



მინიმალიზმის კიდევ ერთი გამოვლინება, ყველაფერი თვალსმოშორებული და დამალული იყოს.


ბოსტნეულის საჭრელი



უფრო და უფრო აქტუალური ხედება ბოსტნეულის საჭრელი სხადასხვა სახის დანადგარები, რომლის საშუალებითაც საქმე უფრო სწრაფად და სუფთად კეთდება.


ექსკლუზიური დიზაინის ფილები



ფილების შერჩევა და შეძენა სახლიდან გასუვლელადაც არის შესაძლებელი ინტერნეტით შეკვეთით. მთავარია არჩევანი გააკეთოთ და სასურველი ნახატი თუ ორნამენტი შეარჩიოთ და შეუკვეთოთ.


უნივერსალური ჭურჭელი



თანამედროვე უნივერსალური ჭურჭელი კარგად უძლებს როგორც ყინვას და ცეცხლს, ისე მიკროტალღურ ღუმელს.


ოქროსფერი აქცენტები



ოქრო, თუჯი და სპილენძი სულ იფრო მყარად იკიდებს ფეხს თანამედროვე დიზაინში. თბილი ოქროსფერი ინტერიერს სიმყუდროვესა და სითბოს მატებს.


ჭკვიანი ონკანი



უკვე არსებობს ონკანი, რომელიც აციებს, აცხელებს, ფილტრავს წყალს და სურვილის შემთხვევაში გაზავს კიდეც მას. ასეთი ონკანის შეძენის შემთხვევაში წყლის ყიდვა აღარ დაგჭირდებათ.

კომენტარის დამატება