როგორ სახლებში ცხოვრობენ მილიარდერები? - ზოგიერთის სახლი გაგაოცებთ


მაინც როგორი სახლები მოსწონთ მილიარდერებს, რის მიხედვით არჩევენ მათ და როგორ გამოიყურება მათი რჩეული საცხოვრებლები. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 6 უმსხვილესი მილიარდერის სახლს.

1. ჯეფ ბეზოსის პენტჰაუსი ნიუ-იორკში
ამაზონის დამფუძნებელი, "ფორბსის" ვერსიით, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სათავეშია. გასულ წელს მეხუთე ავენიუზე დიდებული უძრავი ქონება შეიძინა - პენტჰაუსი, რომლის ხედიც Madison Square Park-ზე გადის.
ახალი შენაძენი დაახლოებით 1,5 ათას კვ. მეტრს იკავებს. აქვს 12 საძინებელი, 5 სააბაზანო, საკუთარი ლიფტი, ორი დიდი ტერასა და 560 კვ. მ. ღია სივრცე. ეს სიამოვნება ბეზოზს 80 მილიონი დოლარი
დაუჯდა.



2. მარკ ცუკერბერგის სახლი კალიფორნიაში
პალო-ალტოში მდებარე ამ კოტეჯის შემხედვარე ნამდვილად არ იფიქრებთ, რომ აქ მილიარდერი ცხოვრობს. ფეისბუქის დამფუძნებელმა ის ჯერ კიდევ იქამდე შეიძინა, სანამ პირველ მილიარდს დააგროვებდა და 2011 წლიდან აქ ცხოვრობს.
სახლი 1866 წელს არის აშენებული და სულ ოდნავი ცვლილებები განიცადა. სახლში 5 აბაზანიანი საძინებელი, ბაღი, აუზი და ღია ტერასაა ბუხრით. ინტერიერში ბუნებრივი მასალები სჭარბობს, დომინირებს ნაცრისფერი, ავეჯი კი თითქმის სულ თეთრსა და კრემისფერშია წარმოდგენილი.
ეს "ჭკვიანი სახლია". ხელოვნური ინტელექტის წყალობით, სახლი ხმოვან და ტექსტურ ბრძანებებს ასრულებს - ინთება სინათლე. გაღვიძებთ დილით და მთავარ სიახლეებს გამცნობთ. სახლი ცუკერბერგმა 7,5 მილიონ დოლარად შეიძინა.



3. ბილ გეითსის კომპლექსი
ბილ გეითსის საცხოვრებელი კომპლექსი ვაშინგტონის ტბის პირას ბორცვზე დგას და 20 ათას კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. აქ ნახავთ ოთახს 6-მეტრიანი ჭერით, რომელიც ბატუტზე ხტუნვისთვის არის განკუთვნილი, აქვს დიდი ბიბლიოთეკა, სავარჯიშო დარბაზი. სახლი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებითაა აღჭურვილი - აუზს წყალქვეშა მუსიკალური სისტემა აქვს, ყველა ოთახი იმართება პულტით, რითაც ჰაერსა და განათებას აკონტროლებთ, ყველგან განთავსებულია კომპიუტერული დისპლეები, რომლებზეც თქვენი სურვილის მიხედვით აისახება სასურველი ნახატი თუ ფოტოსურათი.
მისი ფასი 120 მილიონი დოლარია.




4. უორენ ბაფეტის აგარაკი ნებრასკაში
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იმ სახლში იცხოვრებს, რომელშიც მოისურვებს, თუმცა წარმატებულმა ინვესტორმა სისადავე და უბრალოება ამჯობინა, საცხოვრებლადაც ის ადგილი აირჩია, სადაც გაიზარდა. ოდესღაც ეს სახლი 32 ათას დოლარად იყიდა, დღეს კი მისი ფასი რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდა. სახლში 5 საძინებელი და 3 სააბაზანოა. საერთო ფართი 600 კვადრატული მეტრია.
ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაფეტმა განმარტა, რატომ არ იცვლის საცხოვრებელ ადგილს. "მე აქ ვარ ბედნიერი. წავიდოდი, ბედნიერება სხვაგან რომ მეგულებოდეს" - ამბობს ის. სახლის ფასი 915 ათასი დოლარია.




5. მუკეშ ამბანის რეზიდენცია მუმბაიში
ბიზნესმაგნატისა და Reliance Industries-ის პრეზიდენტის  მუკეშ ამბანის სახლი ბუკინგემის სასახლის შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ობიექტია. ამ გიგანტურ საცხოვრებელში 27 სართულია.
ზედა 6 სართულზე მუკეშის ოჯახი ცხოვრობს - იქ, სადაც მზის სხივები მეტია. დანარჩენებზე განლაგებულია 168 მანქანზე გათვლილი ავტოსადგომი, სტუმრების აპარტამენტები, სპა-სალონი, აუზი და კინოთეატრი 50 კაცზე.
სახლში არის ოთახები, სადაც აუტანელი სიცხისგან თავშეფარება შეიძლება. ამ ოთახში ხელოვნური თოვლიც კი დევს. სახლს 600 ადამიანი ემსახურება. მისი ფასი 2 მილიარდი დოლარია.



6. ოფრა უინფრის სახლი კოლორადოში
ოფრა სტაბილურად იკავებს აშშ-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში საპატიო ადგილს. სახლში დიდი ფანჯრები და ბევრი ქვის დეტალია. ყველა მხრიდან შესანიშნავი ხედები იშლება, ინტერიერის ესთეტიკას განსაკუტრებულ ხიბლს სძენს აფრიკული ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, რომელიც მთელ სახლშია განაწილებული.
აქაც 5 საძინებელი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი და დიდი ღვინის მარანია. მედია-მაგნატის რეზიდენცია რამდენიმე ჭკვიანი მოწყობილობითაა შეიარაღებული. მაგალითად, ინარჩუნებს აბაზანის ტემპერატურას, მეთვალყურეობს ბაღს და საჭირო დროს რთავს მორწყვის სისტემას აიპადით, თუნდაც ამ დროს პატრონი მსოფლიოს მეორე ნახევარსფეროში იმყოფებოდეს.

სახლის ფასი 14 მილიონი დოლარია.



კომენტარის დამატება