რა სიახლე მოიტანა 2021-მა წელმა ინტერიერის სფეროში - ჰიბრიდული ინტერიერი

მისაღებს შერწყმული სამზარეულო, სამუშაო კაბინეტი სახლში - ეს არის დიზაინერების ახალი ამოცანა 2021 წლისთვის.
დინამიკურ ცხოვრებას თავისი მოთხოვნილებები აქვს, საცხოვრებელი სივრცე კი სულ უფრო და უფრო იზღუდება, მით უმეტეს ბოლო დროს, საუბარი კარანტინზე და პანდემიაზე გვაქვს, რომელმაც გააჩინა მოთხოვნა სახლში სამუშაო ზონის არსებობისა, რაც დიზაინერებისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა.
ქალაქური თანამედროვე სახლების ახალ ტენდენციად იქცა ჰიბრიდული ინტერიერი, რომელშიც ინტეგრირდა სამუშაო ოთახი ან ზონა, რაც თავისთავად ახალ კრეატიულ იდეებს გულისხმობს.

სახლის დიზაინში ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება მოსასვენებელი ზონის სამზარეულოსთან შერწყმაა. თანამედროვე ინტერიერის მთავარ მოთხოვნად
იქცა ღია სამზარეულო, სასადილო და სასტუმრო სივრცე.

მსგავსი დაგეგმარება იძლევა საშუალებას, სადილის კეთების დროს ოჯახის წევრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება და თუ სახლში არიან, პატარა ბავშვები დედას ისინი მუდმივად თვალთახედვის არეალში ჰყავდეს.


რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, დიზაინერებს თანამედროვე ინტერიერის დაგეგმარების დროს ფიტნესზე ფიქრიც უწევთ.
დღესდღეობით სამზარეულო სახლის გულია. სულ უფრო აქტუალური ხდება ღია სივრცე და ზონებს შორის თავისუფლად გადაადგილება.

კიდევ ერთ ტრენდად მიიჩნევა მოძრავი კონსტრუქციები და ავეჯი სამზარეულოში, მაგალითად გასაწევი კარი, დაფარული შესანახი სისტემა, მაგიდა ტრანსფორმერი და ა.შ., რაც შეზღუდულ სივრცეში ნამდვილად ამართლებს.









კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები