მერილ სტრიპის 3,6 მილიონიანი ახალი სახლი კალიფორნიაში

მსახიობმა და პროდიუსერმა მერილ სტრიპმა და მისმა მეუღლემ დონ ჰამერმა ლოს-ანჯელესთან ახლოს, ქალაქ პასადენაში 3,6 მლნ-იანი სახლი შეიძინეს.

სახლი 1959 წელს აშენდა, ცნობილი არქიტექტორების უიტნი სმიტისა და უეინ უილიამსის მიერ. შენაძენი თითქმის ორ ჰეკტარს იკავებს, სახლს კერძო სავალი გზა აქვს.

შენობის დადებითი მხარეებია - მაღალი ჭერი და დიდი, მინის კედლები. სახლს სამი მოზრდილი საძინებელი და სამი კეთილმოწყობილი სააბაზანო აქვს. ის უამრავ ორიგინალურ განსაკუთრებულობას და არქიტექტურულ დეტალს ინახავს, რომელიც XX საუკუნის შუა წლებით თარიღდება. შენობას აქვს ღია ტერასებიც, ასევე საოფისე კუთხე, სტუდია
და აუზი ბაღში.

კომენტარის დამატება