როგორი ინტერიერია ელტონ ჯონის სახლში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სახლად მიიჩნევა

მომღერალი და კომპოზიტორი სერ ელტონ ჯონი ელიტური უძრავი ქონების მფლობელია ძველ უინძორში, ლონდონში, ლას-ვეგასში, ატლანტაში, ნიცაში, ვენეციასა და ბევერლი-ჰილზში. ვილა კი, რომელსაც ჩვენ გაჩვენებთ ამერიკის პრესტიჟულ ვარსკვლავურ რაიონში - ბევერლი-ჰილზში მდებარეობს. გარედან სახლი ძალიან ასკეტური მოგეჩვენებათ, მაგრამ შიგნით ყველაფერი იცვლება. 

„თეთრი“ ინტერიერი გაფორმებულია მკვეთრი აქცენტებით, ამიტომ აქ მოწყენა რთულია. სახლი 1960-იან წლებშია აშენებული და მხოლოდ ერთი სართული აქვს. მდებარეობს Trousdale Estates-ის უბანში, რომელიც ცნობილია შუასაუკუნოვანი არქიტექტურით. სახლს სულ 5 საძინებელი, უზარმაზარი სასტუმრო ოთახი, ხმის ჩამწერი სტუდია, საბავშვო ოთახი და ნათელი სამზარეულო
აქვს. სახლი თანამედროვე ხელოვნების ნამდვილი მუზეუმია. მომღერლის თქმით მისი თითოეული სახლი „ხელოვნებაზეა კონცენტრირებული“.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები