რომში სოფი ლორენის ყოფილი ვილა იყიდება

გსურთ ძველ ვილაში ნამდვილი კინოვასრკვლავივით ცხოვრება? dolce vita -სა და ძველი იტალიური კინოს თაყვანისმცემლებს ასეთი შესაძლებლობა გამოუჩნდათ. რომში სოფი ლორენის ყოფილი ვილა იყიდება, სადაც ვარსკვლავი საკუთარ ქმართან, კინოპროდიუსერ კარლო პონტთან ერთად 1950-იან წლებში ცხოვრობდა.

მდიდრული სახლის ღირებულება, რომელიც კოლიზეუმიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს, 19 მლნ ევროა.

სოფი ლორენისა და კარლო პონტის აქ ცხოვრებისას სახლს, რომელსაც საკუთარი ავტოფარეხი და აუზიც აქვს, ხშირად სტუმრობდნენ: ფედერიკო ფელინი, ვიტორიო დე სიკა, რობერტო როსელინი.

სახლში დღემდე შემორჩენილია ძველებური ჭერი. მეორე სართულზე არის 5 საძინებელი ოთახი და
ბიბლიოთეკა. სახლის მთავარი „მარგალიტია“ - ოთახი ქვის თაღებითა და იატაკით, რომელიც გაფორმებულია რომაული მოზაიკით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები