ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად უძრავი ქონების ბაზარზე ელიზაბეტ ტეილორის კუთვნილი ქონება გამოჩნდა. ტეილორმა და მისმა მეორე მეუღლემ მაიკლ უილდინგმა ფეშენებელური ვილა ბევერლი-ჰილზში 1953 წელს შეიძინეს - ამჟამად სახლი 15,9 მლნ დოლარად იყიდება.

საუბარია დიდ სახლზე, 6 საძინებლითა და 7 სააბაზანო ოთახით, საიდანაც ქალაქისა და ოკეანის შესანიშნავი ხედი იშლება. ამ იდილიურ ადგილას ელიზაბეტმა და მაიკლმა ორი ვაჟი გაზარდეს და ბედნიერად ცხოვრობდნენ განქორწინებამდე, 1957 წლამდე, რის შემდეგაც სახლი მაშინვე გაიყიდა.








