ჯენიფერ ლოპესის აპარტამენტი, რომელსაც მომღერალი 17,5 მლნ დოლარად ყიდის

ცოტა ხნის წინ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა და ბეისბოლის ყოფილმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა ნიუ-იორკში მდებარე 372 კვ.მ ფართობის მოდურ ბინასთან გამომშვიდობება გადაწყვიტეს. ისინი სახლს 17,5 მლნ დოლარად ყიდიან, თავად კი ახალი საცხოვრებლის ძიებაში არიან.

36 სართულიანი ელიტური კორპუსი მანჰეტენის ყველაზე ფართო ქუჩაზე - პარკ-ავენიუზე მდებარეობს. კუთხის სასტუმრო ოთახის ფანჯრებიდან ცენტრალური პარკის უმშვენიერესი ხედი იშლება. წყვილის საძინებელი ოთახიდან გასასვლელია დიდ გასახდელ ოთახსა და ორ სააბაზანოში. სახლში ასევე არის ცალკე მუსიკალური ოთახი, რომლისკენაც გრძელ თეთრ კორიდორს მიჰყავხართ.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები