ილონ მასკი ლოს-ანჯელესში სახლს 4,49 მლნ დოლარად ყიდის

კოსმიური ხომალდის ფორმის თანამედროვე სახლი, რომელიც Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელმა 2014 წელს 3,695 მლნ დოლარად შეიძინა, იყიდება.

ალბათ, ფიქრობთ, რომ ილონ მასკი მარსზე გამგზავრებას იმაზე ადრე აპირებს, ვიდრე გვეგონა. თუმცა სინამდვილეში ასე არ არის: ეს სახლი Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელის ერთადერთი საცხოვრებელი არ არის.

ფუტურისტულ ნაგებობას უჩვეულო ფორმა აქვს და კოსმიურ ხომალდს მოგაგონებთ - რაც მასკის საქმიანობის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის. პანორამული ფანჯრებიდან მზის შუქი ანათებს და ძლიერდება ექსტერიერის შერწყმა ინტერიერთან. სახლის გარშემო მაღალი ღობეები კი იზოლირებულს
ხდის უცხო თვალისგან, მიუხედავად ქუჩასთან სიახლოვისა.

ეს სახლი არ იქნებოდა ილონ მასკის საცხოვრებელი, მასში რომ არ ყოფილიყო ინტელექტუალური მართვის თანამედროვე სისტემა: დინამიკის დარეგულირება, განათება, ფარდის მდებარეობის შეცვლა შესაძლებელია მობილური მოწყობილობის საშუალებით.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები