სახლი, რომელსაც ცნობილი დიზაინერი მარკ ჯეიკობსი 15,9 მლნ დოლარად ყიდის

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა დიზაინერმა მარკ ჯეიკობსმა საყვარელ მამაკაცზე, ჩარლი დეფრანჩესკზე იქორწინა და ქალაქგარეთ ახალი სახლი შეიძინა. ძველს კი, ნიუ-იორკის ისტორიულ ცენტრში, სადაც მან თითქმის 10 წელი იცხოვრა 15,9 მლნ დოლარად ყიდის.

სახლი 2000-იან წლებში აშენდა. ის 4 სართულიანია და მისი ფართობი 404 კვ. მ-ია. სახურავზე დამატებით 135,8 კვ. მ-ს მოიცავს, ღია ტერასით და შიდა ბაღით. სახლის სასტუმრო ოთახის მთავარი გაფორმება სპეციალური შეკვეთით დამზადებული ბუხარია.

მთავარი საძინებელი ცალკე სასტუმრო ოთახით, მარმარილოთი გაწყობილი სააბაზანო ოთახითა და წითელი ხის კარიანი გარდერობით, მთელ
სართულს იკავებს. ჯეიკობი დეკორის შერჩევას დიდი ყურადღებით მიუდგა, თუმცა სტილისა და ეპოქის გარკვეული ჩარჩოებით არ შეზღუდულა: ინტერიერში არ-დეკოს სტილის ავეჯია შერჩეული, ნივთები კი 1970-იან წლებსა და თანამედროვე ხელოვნების მიხედვითაა გადაწყვეტილი.

წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები