პრინცესა გარეუბნიდან - როგორ სახლში გაატარა მეგან მარკლმა ბავშვობა

მეგან მარკლის შესახებ ყველას თუ არა, ბევრს სმენია. პრინც ჰარის მეუღლის ბავშვობაზე მანამდე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ის მას საკმაოდ საინტერესო და არაპრინცესული ჰქონდა. მეგან მარკლის ისტორია მართლაც მოგვაგონებს კონკიას ზღაპარს. ვიდრე სასექსის ჰერცოგინია კენსინგტონის ცნობილ სასახლეში საცხოვრებლად გადავიდოდა, მრავალი წლის წინ ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო.

მეგანის პირველი საცხოვრებელი ვუდლენდ ჰილზში პროვიდენციის ქუჩაზე მდებარე პატარა სახლი აღმოჩნდა, რომელშიც ის 2 წლამდე მშობლებთან და ნახევარ და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მისი ბავშვობის მანძილზე ეს სახლი ყველაზე მდიდრული საცხოვრებელი
იყო. სახლში კი საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდათ: მომავალი ჰერცოგინიას ძმა მთელი დღეები მარიხუანას ეწეოდა, და მუდმივად წვეულებებზე ატარებდა დროს, დედა სულაც არ იყო გერთან ერთად მსუბუქი ნარკოტიკებით თრობის წინააღმდეგი, მამა კი დღე და ღამე მუშაობდა.

1983 წელს, მშობლების განქორწინების შემდეგ მეგანი დედასთან, დორიასთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჟელესის ერთ მივარდნილ ქუჩაზე, ბნელ და გაპარტახებულ ბინაში გადავიდა. აპარტამენტებს რესტავრაცია ჩაუტარდათ და ამჟამად თითქმის 4 ათას დოლარად ქირავდება (ეს 10-ჯერ აღემატება იმ თანხას, რასაც 30 წლის წინ მეგანის დედა იხდიდა).


მიუხედავად იმისა, რომ მეგანი საკმაოდ ღარიბულ სახლებში ცხოვრობდა, საკმაოდ პრესტიჟულ საბავშვო ბაღსა და სკოლაში დადიოდა. სწავლის წლიური გადასახადი მის მშობლებს 20 ათასი დოლარი უჯდებოდა.

მარკლის დედა ჰენკოკ პარკთან ახლოს 14 წლის მანძილზე სუვენირებისა და ტანსაცმლის მაღაზიას ფლობდა, ვიდრე 2009 წელს გაკოტრდებოდა. ამ ტერიტორიაზე ამჟამად ალკოჰოლის მაღაზია, ბაზარი და აკვარიუმია.

1991 წელს მეგანი საშუალო სკოლაში გადავიდა, სადაც 1999 წლამდე სწავლობდა. მაშინ ის პერიოდულად მამასთან, ტომას მარკლთან ერთად ცხოვრობდა. მათი 2 ოთახიანი, პატარა საცხოვრებელი ბინა სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა.




სწავლის გარდა მეგანი დასაქმებულიც იყო. მოხალისედ მუშაობდა და ეხმარებოდა უსახლკაროებს, ლოს-ანჟელესის სპეციალურ ცენტრებში გადაჰქონდა საკვები. ის ნებისმიერ სამსახურს თანხმდებოდა: ასისტენტად მოეწყო ბეჭდვით სახლში, სადაც შეისწავლა კალიგრაფია, ქმნიდა საქორწინო და სხვა ღონისძიენებისთვის მოსაწვევებს. გარდა ამისა, ყიდდა გაყინულ იოგურტებს.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მეგან მარკლი ილინოისის შტატში მდებარე ჩრდილო-დასავლეთ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მოგვიანებით, ლოს-ანჟელესში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მისი პირველი ქმარი, ტრევორ ენგელსონი გაიცნო და მასთან ერთად საცხოვრებლად ჰოლივუდის დასავლეთ მხარეში გადავიდა.

ის, რაც შემდეგ მოხდა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი: სერიალმა „ფორს-მაჟორი“ მას დიდი წარმატება მოუტანა. მოგვიანებით შეხვდა პრინც ჰარის და მალევე გაჰყვა ცოლად. მიუხედავად ახალი სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობისა, რაც მეგანს ახლა აქვს, ძველებურად უბრალო და საყვარელ გოგონად დარჩა, რასაც ბრიტანელი საზოგადოება დიდად აფასებს.

როგორც მეგან მარკლის დედა ამბობს, მას ბავშვობიდან სურდა სამყარო უკეთობისკენ შეეცვალა და თანასწორობისთვის იბრძოდა.

კომენტარის დამატება