სტინგის საოცარი ვილა ტოსკანაში და კოტეჯები, რომლებსაც ტურისტებზე აქირავებს - "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამხელა სახლის მფლობელი ვიქნებოდი"

ცნობილ მომღერალსა და ვარსკვლავს, სტინგს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი სახლი აქვს, დაწყებული იტალიიდან აშშ-თი დამთავრებული, თუმცა მისი უძრავი ქონების მარგალიტი ეს მე-19 საუკუნეში ტოსკანაში აშენებული ვილა გახლავთ.


ვილა ფლორენციიდან 45 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. მთელ ტერიტორიაზე განთავსებულია 6 კოტეჯი, რომელთაც მომღერალი აქირავებს, ასე რომ, ამ ადგილას დასვენება და სტინგის მარნის ღვინოების დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


მომღერალმა აღნიშნული ვილა 1999 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთებთან ერთად. მომღერალს აქ აქვს მარნები, სკები და ზეთსახადი. ვილის საიტზე მსურველებს ღვინის სამი და თაფლის ხუთი სახეობის
შეძენა შეუძლიათ.

სტინგმა შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარა და სახლის სამლოცველოში ბუდას სამმეტრიანი ქანდაკება აღმართა. როგორც ცნობილია, მუსიკოსი უკვე 20 წელია იოგათია გატაცებული და ვილაში სპეციალური ადგილი აქვს მოწყობილი ვარჯიშებისა და მედიტაციისთვის.

სახლის დამქირავებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ აუზით, შეზლონგებით, უზარმაზარი ჭადრაკის დაფით ტერასაზე და ღვინის მარნებით.
მარანი იმხელაა, რომ იძლევა საშუალებას მოეწყოს ბანკეტი და მფლობელის ღვინის დეგუსტაცია. ტერიტორიაზე ასევე არის ტბა და საზაფხულო სამზარეულო.





- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამხელა სახლის მფლობელი ვიქნებოდი, - ამბობს მომღერალი, - დილაობით აქ საოცარი სილამაზეა, განსაკუთრებით ბურუსის დროს. საღამოობით კი უსასრულოდ შემიძლია ღრუბლების ყურება.





 

კომენტარის დამატება