როგორ გამოიყურება სასახლე, რომელიც მეგან მარკლმა საცხოვრებლად დაიწუნა


მეამბოხე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შვილებთან ერთად ლონდონში იმყოფებოდნენ. ოჯახი ფროგმორის კოტეჯში დაბინავდა. სწორედ ამ კოტეჯზე თქვა უარი ორი წლის წინ მეგან მარკლმა, როდესაც ის საჩუქრად გადასცეს. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს ცნობილი საჩუქარი.


ფროგმორ-ჰაუსი ბრიტანეთის მეფეს მე-18 საუკუნიდან ეკუთვნის. ის მე-18 საუკუნეში აშენდა, როდესაც დედოფალი შარლოტა ნათესავებთან ერთად დასასვენებელ ადგილს ეძებდა. ეს სასახლე ცნობილი უინძორის სასახლისგან სულ რაღაც ერთი კილომეტრის მოშორებით მდებარეოებს.


მთავარი სახლი 1680-1684 წლებში აშენდა და არქიტექტურის ძეგლად მიიჩნევა. ის ბერკშირის ერთ-ერთ მთავარი ღირსშესანიშნაობაა. უჩვეულო სახელწოდება,
ფროგმორი კი... ბაყაყების გამო მიიღო, რომელიც ამ ადგილებში ჭაობის გამო უამრავია.


დედოფალი ვიქტორია ბაყაყებს ვერ იტანდა, თუმცა სწორედ აქ დაკრძალა ქმარი ალბერტი, მოგვიანებით კი თავადაც აქ დაიკრძალა.
1980 წელს სასახლე კაპიტალურად გარემონტდა. აქ იორკის ჰერცოგი უნდა გადმოსულიყო ცოლთან ერთად, თუმცა ასე არ მოხდა. 1997 წელს სამეფო ხომალდის "ბრიტანეთი" ექსპლუატაციიდან გამოსვლის შემდეგ აქ ხომალდის ინვენტარი გადაიტანეს, მათ შორის წითელი ხის მაგიდა.
ახლა ამ სასახლეს სამეფო ოჯახი წვეულებების დროს იყენებს.

სწორედ აქ გამოაცხადა წყვილმა 2018 წელს მათი ნიშნობის შესახებ. აქვე გადაიხადეს საქორწინო მიღება, თუმცა სასახლეში ცხოვრება არ მოუწიათ, წყვილს საცხოვრებლად ახლოს მდებარე კოტეჯი შეხვდა, სადაც პირველი შვილის დაბადებამდე ცხოვრობდნენ.

სანამ შესახლდებოდნენ, აქ მასშტაბური რემონტი გაკეთდა, რაც 2,4 მლნ ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ. ეს თანხა სახელმწიფო ხაზინიდან გამოიყო.
რემონტის შემდეგ კოტეჯი გახლავთ ერთი მთლიანი შენობა ათი საძინებლით, დიდი ოთახით ბავშვებისთვის და სპორტული დარბაზით, იოგას დარბაზითა და სპა სალონით. სახლი მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა მასალით არის მოპირკეთებული.

კომენტარის დამატება