ვარსკვლავური ინტერიერი: როგორ იქმნიან სახლში სიმყუდროვეს ვარსკვლავები


სახლს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცემა შეუძლია მის პატრონზე, მის შინაგან სამყაროზე. მოდით, ვნახოთ, როგორ ინტერიერს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები. თუ ფიქრობთ, რომ ყველა ვარსკვლავი სასახლეში და ფუფუნებაში ცხოვრობს, ძალიან ცდებით, თუმცა ყველა დიდ პატივს სცემს სიმყუდროვეს სახლში. სხვა საკითხია, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამ სიმყუდროვეს.

სელენა გომესი



ცნობილი მომღერლის ულამაზესი სახლი ლოს ანჯელესში მდებარეობს და 6600კვ.მ-ს მოიცავს. სახლს აქვს ულამაზესი ჭიშკარი და რა თქმა უნდა, სიგნალიზაცია. ეზოში ულამაზესი ბაღია, ასევე ლამაზი ქვებით მოპირკეთებული ბილიკი და შადრევანი. სახლში არის 6 აბაზანა და
საძინებელი, აუზი, დიდი მისაღები ბუხრით, 2 სამზარეულო და სასადილო ოთახი.

სინდი კროუფორდი




სინდი ოჯახთან ერთად მალიბუზე, საკუთარ ვილაში ცხოვრობს. სახლის საერთო ფართ 448 კვ.მ.-ია. სახლს აქვს შესასვლელი, სასტუმრო ოთახი და პანორამული ფანჯრები, ორსართულიანი აივანი და აუზი შეზლონგით. სახლი თბილ ფერებშია გაფორმებული და ბუნგალოს წააგავს, აქ იგრძნობა სითბო და სიმყუდროვე, რასაც უზრუნველყოფს ხის ავეჯი და ეგზოტიკური პალმები. ამ ცნობილი ქალბატონის სახლი გამოირჩევა მინიმალიზმითა და გემოვნებით.

ქლოე კარდაშიანი


ქლოე კარდაშიანმა გადაწყვიტა გაყიდოს თავისი სახლი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ახალ სახლს ეძებს.
ახალი სახლის ინტერიერიც ალბათ კაშკაშა იქნება, ქლოეს ხომ ძალიან უყვარს სიკაშკაშე, მკვეთრი ფერები. სახლი თურქული და მაროკოული მარმარილოთია მოპირკეთებული. ტერასა მოზაიკითაა გალამაზებული, მისაღებში კი უზარმაზარი სარკე იწონებს თავს.

ხმელთაშუა ზღვისა და აღმოსავლურ სტილშია გაფორმებული სასტუმრო ოთახი, საგარდერობე, სახლის კინოთეატრი და ბიბლიოთეკა. პანორამულ ფანჯრებს ჰარმონიულად ეხამება თეთრი ავეჯი ყავისფერი შალითებით, რას სახლს დამატებით სითბოსა და სიმყუდროვეს ანიჭებს. საერთო ჯამში, სახლის ინტერიერი სახლის მიმდებარე ტერიტორიას, ბუნებასაც ძალიან უხდება და ჰარმონიულად ერწყმის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები