ზეთისხილის ხეები, ავოკადოს ბაღები, ევკალიპტები... - სანდრა ბალოკის რანჩო სან დიეგოში, რომელსაც 6 მლნ დოლარად ყიდის

ოსკარის მფლობელი სანდრა ბალოკი საყვარელ რანჩოს, რომელიც 36 ჰექტარს მოიცავს, 6 მლნ. დოლარად ყიდის. მსახიობი, რომელიც მსახიობობისგან ისვენებს და ოჯახზე და ბავშვებზე არის გადართული, უძრავი ქონებითაც დაკავდა.

რანჩოზე, რომელიც ფერმის სახელით არის ცნობილი, არის სამი დამოუკიდებელი ნაკვეთი. სამივე ეგზოტიკურ ფლორაშია ჩაფლული - ზეთისხილის ხეები, ავოკადოს ბაღები, ევკალიპტები საოცარ სანახაობას წარმოადგენს მით უმეტეს, რომ რანჩოდან საოცარი ხედი იშლება პალომა-მაუნთინის სახელმწიფო პარკზე. თავად რეზიდენცია 550 კვ.მ-ია. ეს გახლავთ ერთსართულიანი სახლი, რომელიც კლასიკურ სტილშია აშენებული. სახლს უამრავი ვერანდა აქვს, საოცარი ადგილები დილის არომატული
ყავის მისართმევად.


მთავარი სახლის შუაგულში უზარმაზარი სამზარეულოა. ის განთავსებულია სასადილო ზონის სიახლოვეს, სადაც სპეციალური კუთხეა გამოყოფილი საუზმისთვის ხედით საოცარ ბაღზე. 


მყუდრო მისაღებ ოთახს ემიჯნება ოთხი საძინებელი, რომელთაგან ერთს საკუთარი აბაზანა და სამზარეულოც კი აქვს. სახლი კალიფორნიულ სტილშია, რაც შენობიდან ღია სივრცეში ჰაეროვნად გადასვლას გულისხმობს.

მთლიანად რანჩო ნეიტრალურ ფერებშია გაფორმებული.

კომენტარის დამატება