რაიან რეინოლდსმა სოფელში იყიდა სახლი - ვარსკვლავი ოთხი შვილით იქ უნდა დასახლდეს

ცნობილმა მსახიობმა რაიან რეინოლდსმა 1,8 მლნ დოლარად იყიდა სახლი ინგლისის სოფელ მარფორდში და ოთხი შვილით იქ აპირებს გადასახლებას ნიუ-იორკიდან. მისი ცოლი და კოლეგა ბლეიკ ლაივლიც მზადაა ინგლისში გადასასახლებლად.

რეინოლდსის სახლი სოფლის ცენტრალურ ადგილას არის და ამბობენ, რომ სოფლის მცხოვრებნი განსაკუთრებულად ემზადებიან ვარსკვლავის დასახვედრად.


რეინოლდსი თანხებს მსხვილ პროექტებში აბანდებს და ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბ "რექსემის" ყიდვაა. სწორედ კლუბის ყიდვას უკავშირდება მისი ინგლისში გადასვლა - მას სურს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს საფეხბურთო გუნდს და თან შვილები ინგლისურ სოფელში აცხოვროს.


კომენტარის დამატება