ბრედ პიტმა 39 მლნ დოლარად გაყიდა სახლი, სადაც თითქოსდა მოჩვენებები ბინადრობენ - დაათვალიერეთ

სახლი ბრედ პიტმა საშინელებათა ფილმების ლეგენდისგან, კასანდრა პეტერსონისგან 1994 წელს შეიძინა მილიონ-ნახევარ დოლარად. ახლა კი 39 მლნ დოლარად გაყიდა. სახლი ლოს ანჯელესში მდებარეობს. მისი ყოფილი პატრონი, კასანდრა პეტერსონი ირწმუნებოდა, რომ სახლში არსებული გულის ფორმის აუზი პირველი აუზი გახლდათ, რომელიც ჰოლივუდში გაკეთდა, თუმცა ბრედს ეს აუზი არ მოეწონა და შეცვალა. კასანდრა პეტერსონმა ბრედ პიტის ეს ნაბიჯი უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ მან ისტორიული მემკვიდრეობა გაანადგურა, თუმცა დაამატა, რომ არქიტექტურისადმი სიყვარულის გამო ბრედმა სახლის იერ-სახე შეინარჩუნა.

კასანდრა პეტერსონი


კასანდრამ ისიც აღაიარ, რომ სახლში
ბევრი მოჩვენებაა. მიუხედავად ამ განცხადებისა და პარანორმალური მოვლენების აქტივობისა, "ოსკარის“ მფლობელი მსახიობი არ შეშინებულა და მიაჩნდა, რომ საინტერესო სახლს მიაგნო.




ბრედ პიტის ახალი სახლი ლეგენდა


ბრედ პიტის ქვითა და ხით მოპირკეთებული მოდერნისტული ვილა ლოს-ანჯელესში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები