ცნობილი ბიზნესმენი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი შეუერთდა ტექნოლოგიური მილიარდერების რიგებს, რომლებიც ვაშინგტონში მოღვაწეობენ. მან მასაჩუსეტსის გამზირთან ახლოს, პრესტიჟულ ვუდლენდ ნორმანსტონის უბანში საიცარი სასახლე შეიძინა. უძრავი ქონების ეს გარიგება, ვაშინგტონის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულ გარიგებად სახელდება.

მშვიდი თანამედროვე საცხოვრებელი ერთ ჰექტარზე გაშლილ კუთხის გამორჩეულ ნაკვეთზე მდებარეობს, რომელიც გარშემორტყმულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი, საზღვაო ობსერვატორია და საელჩოების რიგი.

უშველებელი წითელი აგურის სასახლე 5 საძინებელსა და 7 სააბაზანოს მოიცავს.

სახლის არქიტექტურა მარადიულ ელეგანტურობას თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს - სამი ორფერდა სახურავიანი მოცულობა
ერთმანეთთან მინის ბილიკებით არის დაკავშირებული. ტრადიციული ელემენტები, როგორიცაა დახრილი სახურავები და ფოლადის ჩარჩოიანი ფანჯრები, დაბალანსებულია მინიმალისტური დეტალებით, რაც დახვეწილ, თანამედროვე ესთეტიკას ქმნის.

ცუკერბერგის შენაძენი ხაზს უსვამს მზარდ ტენდენციას: სილიკონის ველის ელიტასა და ვაშინგტონში ძალაუფლების დერეფნებს შორის კავშირის გაღრმავებას.