როგორ მოხვდა რომანოვების სამეფო ხალიჩა ნანი ბრეგვაძის ოჯახში

მომ­ღე­რალ ეკა მა­მა­ლა­ძეს შინ ვეს­ტუმ­რეთ, რომ გაგ­ვეც­ნო ლე­გენ­და­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნი­სა და ქალ­ბა­ტო­ნი ეკას ში­ნა­უ­რი გა­რე­მო, გვე­ნა­ხა ის სახ­ლი, სა­დაც ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მას­პინ­ძ­ლე­ბი და დი­ა­სახ­ლი­სე­ბი არი­ან. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი დე­და­სა და ქა­ლიშ­ვილ ნა­ტა­ლია ქუ­თა­თელა­ძეს­თან ერ­თად ვა­კე­ში ცხოვ­რობს. ბი­ნა, რომ­ლის მკვიდ­რიც სა­მი თა­ო­ბის ქალ­ბა­ტო­ნია, კლა­სი­კურ-რეტ­რო სტილ­შია მოწყო­ბი­ლი.

- ბავ­შ­ვო­ბა პლე­ხა­ნოვ­ზე გა­ვატ­არე. ამ სახ­ლ­ში გათხო­ვე­ბის შემ­დეგ მო­ვე­დი, საყ­ვა­რე­ლი­ძე­ე­ბის ბი­ნა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა მე და­მი­ტო­ვა. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც მე­ო­რედ შევქ­მე­ნი ოჯა­ხი და ნა­ტა­ლი­კო შე­მე­ძი­ნა. ჩე­მი მა­მამ­თი­ლი მარ­ტო დარ­ჩა და ჩემს ბი­ჭებს ეს სახ­ლი

და­უთ­მო, თვი­თონ პლე­ხა­ნოვ­ზე გა­და­ვი­და და თქვა, მე რომ აღარ ვიქ­ნე­ბი, ისიც თქვენი იქ­ნე­ბაო, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ცი იყო.
იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ჩვენ აქ გად­მო­ვე­დით, ბი­ნა სხვა­ნა­ი­რად იყო დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ და ისე­თი გან­ლა­გე­ბა მი­ვე­ცით, რო­გო­რიც დღეს აქვს. ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს თა­ღე­ბი და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ყველ­გან მოვ­შა­ლე, მხო­ლოდ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დამ­რ­ჩა, ალ­ბათ მა­გი­სი დროც მო­ვა (ი­ღი­მის). სხვა­თა შო­რის, კარ-ფან­ჯა­რაც ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლის­გან მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მე­ტა­ლოპ­ლას­ტ­მა­სი კარ­გია, მაგ­რამ არ სუნ­თ­ქავს, ამი­ტო­მაც შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ხე­ზე.

სახ­ლი კლა­სი­კურ სტილ­შია მოწყო­ბი­ლი, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე დე­ტა­ლებ­საც შეხ­ვ­დე­ბით, რო­მე­ლიც ისე ეხა­მე­ბა კლა­სი­კას, რომ სტი­ლი­დან ამო­ვარ­დ­ნა არ იგ­რ­ძ­ნო­ბა. დი­დი მი­სა­ღე­ბი რამ­დე­ნი­მე სივ­რ­ცე­დაა და­ყო­ფი­ლი - აქ ნა­ხავთ მა­გი­დას სკა­მე­ბი­თურთ, მო­სას­ვე­ნე­ბელ კუთხეს, რო­ი­ალს, რბილ დი­ვანს, ბუ­ხარს.

- ახ­ლა, მე რომ ცალ­კე ავი­შე­ნო სახ­ლი, სხვა სტილ­ში მო­ვაწყობ­დი, კლა­სი­კუ­რი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვეს სინ­თეზ­ზე შე­ვა­ჩე­რებ­დი არ­ჩე­ვანს და გან­ვ­ტ­ვირ­თავ­დი. აი, მა­გა­ლი­თად, ის დი­ვა­ნი, რო­მე­ლიც მა­გი­დას­თან დგას, არ გა­მოდ­გე­ბა გემ­რი­ე­ლად და­საჯ­დო­მად, და­სას­ვე­ნებ­ლად, ამის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლია რბი­ლი ავე­ჯი, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­ფორ­ტუ­ლია. აქ იმ­დე­ნი რამ დგას, რომ ვგრძნობ, მე­ტი არაფ­რის და­მა­ტე­ბა არაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა, სა­ნა­თებ­ზე უარს ვერ ვიტყ­ვი, მომ­წონს, სიმ­ყუდ­რო­ვეს ქმნის.

მი­სა­ღებ­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე თვალ­ში მომ­ხ­ვ­და კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ხა­ლი­ჩა:
- ამ სახ­ლ­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი ის ხა­ლი­ჩაა. უკ­ვე იმ­დე­ნი ხნი­საა, რომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ყავ­ლი გაუვიდა, მაგ­რამ რო­მა­ნო­ვე­ბის ხა­ლი­ჩაა. ხე­დავთ, გა­ქე­ქი­ლია, ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც იჩო­ქებ­დ­ნენ ხოლ­მე. ეს ის­ტო­რია დე­ტა­ლებ­ში არ ვი­ცი, მაგ­რამ ერთ-ერთ რო­მა­ნოვს ცო­ლად ჰყავ­და ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ს­კის ქა­ლი, რომ­ლის და მა­ნია გა­უთხო­ვა­რი იყო. რო­მა­ნო­ვის მე­უღ­ლემ ეს ხა­ლი­ჩა თა­ვის დას მის­ცა, რო­მე­ლიც აქ­ვე ახ­ლობ­ლად ცხოვ­რობ­და. მა­ნი­აზე დედაჩემის უახლოესი მეგობარი ზრუ­ნავ­და. სწორედ მასთან საუბრისას წამოცდა ერთხელ, თუ ამ ხალიჩის გაყიდვა გადავწყვიტე, მხო­ლოდ ნა­ნის მივ­ყი­დი, სხვას არა­ვი­სო მართლაც ასე მოხ­და.



- რო­ი­ალს არ აქვს რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია?
- არა, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ნა­ნის ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში პა­ტა­რა ბი­ნა გვქონ­და, სულ 15 კვ.მ, თანაც მუდამ მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლა იყო და როიალი კი არა, ჩვენ ძლივს ვეტეოდით, ამი­ტო­მაც გვქონ­და პი­ა­ნი­ნო. რო­დე­საც პლე­ხა­ნოვ­ზე დავ­სახ­ლ­დით, რო­ი­ა­ლი შევიძინეთ, რომ­ელ­ზეც ათ­წ­ლედ­ში სწავ­ლის დროს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. მე­რე კი პე­ტერ­ბურ­გ­ში ეს რო­ი­ა­ლი ვიყიდეთ, სხვა­თა შო­რის, ეს ავე­ჯიც ძი­რი­თა­დად პე­ტერ­ბურ­გ­შია ნა­ყი­დი.

- ოჯახ­ში სხვა­დას­ხ­ვა დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშ­ვ­ნის, სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის ტრა­დი­ცია გაქვთ?
- კი, ჩვენ ვართ არა­ნორ­მა­ლუ­რად სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ე­ბი. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აღ­ვ­ნიშ­ნავთ ამა თუ იმ თა­რიღს რეს­ტო­რან­ში, მა­ინც ყვე­ლას ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო ურ­ჩევ­ნია... მისაღებში რომ დიდი მაგიდა დგას, თით­ქ­მის ბუხ­რამ­დე მო­დის, გა­ჭირ­ვე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 60 ადა­მი­ა­ნი ეტე­ვა.

მი­სა­ღე­ბი­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ, რო­მე­ლიც შერეული სტილია. სა­სა­დი­ლო სივ­რ­ცე­ში რბილ დი­ვან­თან ერ­თად ოვა­ლუ­რი მა­გი­და დგას. მთელ სახ­ლ­ში და მათ შო­რის სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც, სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რის ნა­მუ­შევ­რებს ნახავთ. რო­გორც ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტ­მა გვითხ­რა, ბევ­რი მათ­გა­ნი ნა­ჩუ­ქა­რია, ზო­გი­ერთს ავ­ტო­რის სა­მახ­სოვ­რო მი­ნა­წე­რიც ამ­შ­ვე­ნებს.

 - კერ­ძე­ბი­სა და სა­დი­ლე­ბის თე­მას ვინ უმ­კ­ლავ­დე­ბა?

- მე. დამ­ხ­მა­რე­ე­ბი მყავს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მე ვა­მზადებ. სხვისი გაკეთებული საჭ­მე­ლე­ბი არ მომ­წონს. მირ­ჩევ­ნია, და­ვიხ­მა­რო ახ­ლობ­ლე­ბი და სახ­ლ­ში მო­ვამ­ზა­დო, თან სწრაფი ხე­ლი მაქვს. მოულოდნელად სტუმარიც რომ მეწვიოს, სულ მაქვს სა­ლა­თის ფურ­ცე­ლი, კიტ­რი, პო­მი­დო­რი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი და შე­მიძ­ლია რა­ღაც გემ­რი­ე­ლის მომ­ზა­დე­ბა. ჩვენ­თან ძა­ლი­ან უყ­ვართ წვნი­ა­ნი, ხორ­ცე­ულ­ზე გა­და­რე­უ­ლე­ბი არ ვართ.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნი თუ ტრი­ა­ლებს ხოლ­მე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, წუ­ნიაა კერ­ძე­ბის თვალ­საზ­რი­სით?
- არა, ტრი­ა­ლი არ უყ­ვარს, მაგ­რამ გურ­მა­ნია და გემ­რი­ე­ლი საჭ­მ­ლის ფა­სი იცის.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ ისეა მოწყო­ბი­ლი, შე­გიძ­ლია და­ის­ვე­ნო, სტუ­მა­რი მი­ი­ღო, თან მო­ამ­ზა­დო რა­ღაც, თან კი­დევ ადა­მი­ანს ესა­უბ­რო, არ გი­წევს აქეთ-იქით სირ­ბი­ლი და ეს დის­კომ­ფორტს არ გიქ­მ­ნის.
სამ­ზა­რე­უ­ლო­დან გამ­წ­ვა­ნე­ბულ აივან­ზე გა­ვე­დით, სა­დაც უამ­რა­ვი ქოთ­ნის მცე­ნა­რეა, აივ­ნის მო­ა­ჯირ­ზე კი შე­მოხ­ვე­უ­ლია სა­ა­ხალ­წ­ლო სა­ნა­თი, რო­მე­ლიც ღა­მით აივან­სა და მცე­ნა­რე­ებს გა­მორ­ჩე­ულს ხდის.

- მცე­ნა­რე­ე­ბი მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ ვიტყ­ვი, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით ვუვ­ლი-მეთ­ქი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვრწყავ და ზამ­თარ­ში სახ­ლ­ში შე­მო­მაქვს ისინი, რო­მელ­თათ­ვი­საც ეს სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ამ გა­ნა­თე­ბას, ნატა­ლი­კოს გა­კე­თე­ბუ­ლია. არ იცით, სა­ა­ხალ­წ­ლოდ რო­გორ რთავს მთელ სახლს, ფან­ჯა­რა­ზე კი­დებს უამ­რავ სა­ნათს და აბ­დღ­ვ­რი­ა­ლე­ბუ­ლია ყვე­ლა­ფე­რი. სახ­ლ­ში თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ, მიყ­ვარს შინ ყოფ­ნა. ვცდი­ლობ, ყველაფერი მოწესრიგებული და ლა­მა­ზად იყოს.
ცი­ცი ომა­ნი­ძე

კომენტარები

nia-s 2018-02-05 19:50
nia shens tavs mixede da choriknobas tavi daanebe!
ქეთინო 2017-09-10 12:00
დაიწყო ისევ ქართული ჭორაობა ლანძღვა სხვის სულში ფათური.
ნია 2017-09-09 17:43
კაცი რომც გეტანებოდეს,შენი დაქალის ქმარს არც უნდა შეხედო.ამ
უზნეო ეკამ თამრიკო ჭოხონელიძეს,საუკეთესო მეგობარს ქმარი აახია და ოჯახი დაანგრია.საერთოდ როგორ ჩნდბა ხალხის წინ და ოჯახზე და ტრადიციებზე საუბრობს?! არ რცხვენიაა? თავი აქვს მოჭრილი.
ucnobi 2016-01-12 16:26
am kacebs nu gamoiyvant xolme umcikvlo rolshi. caartva ra nivtia? tu ar undoda, ras mirboda? gacherebuliyo sadac iyo. daazales camodio?
Iza 2016-01-10 14:01
Momgerali ki Mara.....?...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები