"ფარაონი" ქეთი ადეიშვილისგან - ნამცხვარი, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად

ქეთი ადეიშვილის მიერ შეთავაზებულ რეცეპტს "დედების სამზარეულოში" დიდი მოწონება ხვდა წილად - 500-ზე მეტი გაზიარებითურთ. გთავაზობთ ქეთის გამოცდილ რეცეპტს:

ბისკვიტი
8 კვერცხის გული და 1,5 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მწიკვი მარილი, 1 ჭიქა მაწონი, 200 გ გამდნარი კარაქი, 1 ჩ.კ. სოდა 1 ს.კ. ძმრით, ვანილი და 2,5 ჭიქა ფქვილი. ცომი 35 სმ დიამეტრის ქაღალდაჩაფენილ ფორმაში ორ ნაწილად გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

ბეზე
8 კვერცხის ცილის, მწიკვი მარილისა და 16 ს.კ. შაქრისაგან ბეზეს მასა მოვამზადოთ, დავუმატოთ ვანილი და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში,
ქაღალდჩაფენილი ფორმით გამოვაცხოთ. ზოგიერთი ღუმლის შემთვევაში შესაძლოა უფრო დაბალი ტემპერატურა დასჭირდეს _ 100-120 გრადუსი. გამოცხობას დაახლოებით 1,5-2 საათი სჭირდება.

კრემი
200 გ კარაქი კარგად ავთქვიფოთ და თანდათან შევათქვიფოთ 1 ქილა შესქელებული რძე, დავუმატოთ 1 ს.კ. ყავა და ვანილი.

აწყობა
ერთ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაფქული თხილი და დავადოთ ბეზეს ფენა. ასევე მოვამზადოთ მომდევნო ბისკვიტის ფენაც. ზემოდან მოვაყაროთ დაფქული თხილი. შეიძლება გავუკეთოთ სოკოლადის მინანქარი.