როგორ გავრეცხოთ ბიუსტჰალტერები 2 წუთში - ყველაზე საიმედო მეთოდი

ალბათ დიდი ხანია ბიუსტჰალტერი ხელით არ გაგირეცხავთ. არადა, ხელით რეცხვის შემდეგ ის უკეთ ინარჩუნებს ფორმას.
ჩვენ გასწავლით ხელით რეცხვის უმარტივეს ხერხს.

საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ:
  • სარეცხის თხევადი საშუალება ან ბავშვის შამპუნი
  • პატარა პირსახოცი
  • საწური

რა გავაკეთოთ
გაავსეთ საწური თბილი წყლით, ჩაამატეთ თავსახური სარეცხი სითხე ან შამპუნი, მოათავსეთ ამ სითხეში ბიუსტჰალტერი ისე, რომ კარგად დასველდეს.
გააჩერეთ 10 წუთი და დაიწყეთ საწურის ტრიალი. დაატრიალეთ ცოტა ხანი და გადაუწურეთ წყალი.
ახლა გაავსეთ ცივი წყლით და იგივე გაიმეორეთ.
გადაასხით წყალი და ახლა ცარიელში ჩადეთ ბოუსტჰალტერი, რათა გაიწუროს.
კარგად შეაშრეთ პორსახოცით და დადეთ გასაშრობად ან დაკიდეთ.
ასე შეიძლება გარეცხოთ 4-7 მოხმარების შემდეგ.