როგორ გავწმინდოთ ფანჯრები 15 წუთში - სწრაფი და ეფექტური მეთოდები

შემოგთავზებთ რჩევებს, როგორ გავაკეთოთ ეს სწრაფად და ხარისხიანად.

მოღრუბლული ამინდი საამისოდ შესანიშნავია

მზიან ამინდში ფანჯრების წნედა სულაც არ არის კარგი, მზეზე საწმენდი სითხე უცებ შრება.



როგორ გავწმინდოთ ფანჯარა - ოპტიმალური საშუალება

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძვირად ღირებული საშუალებები, თუმცა ძმრიანი წყალი მშვენიერი ალტერნატივაა.

შეურიეთ ძმარი თბილ წყალს პროპორციით 1:8 და საწმენდი საშუალება მზად არის.



იდეალურად სუფთა

ფანჯრის წმენდის დროს უმჯობესია წმენდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა მიმართულებით, თუ ერთ მხარეს ზევიდან ქვემოთ წმენდთ, მეორე მხარე მარჯვნიდან მარცხნივ გაწმინდეთ და ა.შ.



როგორ გავწმინდოთ
ჭუჭყიანი ჩარჩო

ჩაყარეთ ჩარჩოს კუთხეებში სოდა, დაასხით ძმარი, რათა აქაფდეს, გააჩერეთ 10-15 წუთი და ამოასუფთავეთ ძველი კბილის ჯაგრისით.



რეზინის მინის საწმენდი კარგად ცვლის ნაჭერს

ეს ნაჭერზე ბევრად მოსახერხებელი საშუალებაა. თუ ფანჯარა ძალიან ჭუჭყიანია თავდაპირველად გაწმინდეთ ნაჭრით ხოლო შემდეგ რეზინის საწმენდით.


ღრუბელი კარგად წმენდს თეთრ პლასტმასს

ასეთუ ღრუბელი თქვენს ჩარჩოს ნებისმიერ ჩამჯდარ ლაქას უპრობლემოდ მოაშორებს.



მოძრავი ჯოხი

ტელესკოპიური სახელურის მქონე ჯოხი კი ისეთი ადგილების გაწმენდას გაგიადვილებთ, რომელსაც ძნელად უდგებით.



ფანჯრის მტვერსასრუტი დიდი ზომის ფანჯრებისთვის

ვისაც დიდი ვიტრაჟები აქვს, მას ეს ხელსაწყო აუცილებლად დაჭირდება.



ბასრი პირის მქონე საწმენდი საშუალება
რემონტის შემდეგ კი აი, ასეთი პირის მქონე ხელსაწყო დაგეხმარებათ საღებავისა და წებოს მოშორებაში.

საქარე მინის საწმენდი

საქარე მინსი საწმენდი საშუალება იმ დიასახლისებს დაეხმარება, ვინც ტყის პირას ცხოვრობს და ფანჯრები ძალიან მალე უჭუჭყანდება. ავტოსალონში ნაყიდი საქარე მინის საწმენდი საშუალება თქვენს მინებს დამცავ ფენას გაუკეთებს და ის ძალიან აღარ დაისვრება.