როგორ დავაღწიოთ თავი მომაბეზრებელ ქინქლებს

თუ სამზარეულოში ქინქლა, იგივე დროზოფილი შენიშნეთ, ნუ დაელოდებით, რომ ის თავისთავად გაქრება. პირიქით, ეს მწერი ძალიან სწრაფად მრავლდება, მაშასადამე სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ დროს? როგორც ყოველთვის, შევეცდებით ამჯერადაც მოგცეთ სასარგებლო და რაც მთავარია, პრაქტიკული და მარტივი რჩვები.

ქინქლებს იზიდავს დამაპალი ხილის, ნაგვისა და მივიწყებული საჭმლის სუნი. თუ ეს სუნი შენიშნეს, იმ ადგილს მარტივად არ შორდებიან. მართალია, დროზოფილები ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, არ იკბინებიან, თუმცა ძალიან სწრაფად მრავლდებიან და რა თქმა უნდა, დისკომფორტს ქმნიან.

ძმარი

ვაშლის ძმარი ქინქლებთან
ბრძოლის ყველაზე ეფექტურ ხერხად მიიჩნევა.
ჩაასხით ძმარი ჭიქაში, დაახურეთ თავზე ქაღალდი და გაუკეთეთ პატარა ხვრელი. ძმრის სუნი აუცილებლად მიიზიდავს ქინქლებს, ისინი აღმოჩნდებიან ძმრიან ჭიქაში, საიდანაც გამოსვლას ვეღარ მოახერხებენ.

ლიმონი

ქინქლებს მჟავე სუნი იზიდავს. აიღეთ ლიმონი და გაჭერით ისე, რომ მისი ჰორიზონტალურად დადება მოახერხოთ.
აირეთ ტავსახურიანი კონტეინერი, ჩაწრეთ შიგნით ლიმონის წვენი, თავად ციტრუსი კი ზემოდან მოათავსეთ. გახვრიტეთ კონტეინერის თავსახური, ისე ორმ ქინქლამ მოხერხოს შეფრენა.
კონტეინერი დადეთ ისეთ ადგილას, სადაც ყველაზე მეტი ქინქლა გროვდება.

წითელი ღვინო

ქინქლებს არა მარტო ხილი, წითელი ღვინოც იზიდავს. თუ ბოთლის ძირში ცოტაოდენი ღვინო შემოგრჩათ ნუ მოიშორებთ თავიდან, ქინქლების მახედ გამოიყენეთ.
მოატავსეთ თავღია ბითLის ქინმქლების ტავშეყრის ადგილს და დაეკოდეთ რამდენიმე წუთი, ისინი აუცილებლად ჩაფრინდებიან ბოთლში, თქვენ კი სასწრაფოდ დაახურეთ თავზე და გადააგდეთ ბოთლი.