როგორ გავრეცხოთ ფეხსაცმელი სწორად


მოქმედების მარტივი ალგორითმი, რეცხვის რამდენიმე წესი და ახალი სპორტული ფეხსაცმლის ყიდვა აღარ დაგჭირდებათ.

სანამ ბოტასის ან კეტის გარეცხვას დააპირებთ კარგად გაარკვიეთ, შეიძლება თუ არა მათი სარეცხის მანქანაში გარეცხვა.



შეიძლება კეტების და ბოტასის სარეცხის მანქანში გარეცხვა?

რა თქმა უნდა, დიახ, თუ ფეხსაცმელი ხარისხიანია და არა პატენტი.

ფეხსაცმელი არ არის დაზიანებული.

არ აქვს ფეხსაცმელს ისეთი დეტალები, რომელიც შესაძლოა რეცხვის დროს მოძვრეს.

სანამ ფეხსაცმელს სარეცხის მანქანაში მოათავსებთ მოაშორეთ ძირითადი ჭუჭყი.

თუ რამე ლაქა აქვს სპეციალური ხსნარით დაამუშავეთ.



მოაშორეთ თასმები, გარეცხეთ ცალკე, თუ შიდა
საფენს ცუდი სუნი აქვს ჩაალბეთ ძმრიან წყალში. 

ფეხსაცმლის გასარეცხად უმჯობესია გამოიყენოთ სარეცხი სითხე და არა ფხვნილი.

შეარჩიეთ რეცხვის ჩვეულებრივი ან დელიკატური რეჟიმი, ტემპერატურა უნდა იყოს არა უმეტეს 40 გრადუსისა.

მნიშვნელოვანია, რომ გარეცხოთ მხოლოდ ერთი წყვილი და არა მეტი.



სარეცხის მანქანიდან გამოღების შემდეგ ფეხსაცმელი ისეთ ოთხში მოათავსეთ, რომელიც კარგად ნიავდება.

დაიმახსოვრეთ, არ შეიძლება ფეხსაცმლის მზეზე ან რადიატორზე გაშრობა.