როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა


თანამედროვე სამყაროში კომფორტული ცხოვრება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშე წარმოუდგენელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბებიები ხელით რეცხავდნენ და ამას მშვენივრად აკეთებდნენ დღესდღეობით ხელით რეცხვა ნამდვილად წარმოუდგენელია და სარეცხის მანქანა არა ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებელი ნივთი გახდა, თუმცა მისი ფასი ნამდვილად არ კლებულობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია შევიძინოთ ისეთი ტექნიკა, რომელიც საიმედოდ და შეძლებისდაგვარად დიდხანს გვემსახურება.

როდესაც საუბარია ხანგრძლოვობაზე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, ტექნიკა იქმნება ისე, რომ გვემსახუროს გარკვეული პერიოდი, მაგალითად საშუალოდ 7 წელი, ამის მერე მისი შეცვლა მოგვიწევს. ეს მწ
არმოებლების მიერ გათვლილი ნაბიჯია. მათ არ უღირთ ისეთიპრდუქიის შექმნა, რომელიც ძალიან დიდხანს ემსახურება მომხმარებელს, პროდუქცია ხომ უნა იყიდებოდეს. ეს ერთიანი მექნიზმის, ასე მუშაობს და ამას ვეგუებით.

როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა

პირველ რიგში კარგად დააკვირდით სარეცხი საშუალებების დოზატორს. იქიდან არანაირი სუნი არ უნდა გცემდეთ.



აუცილებლად კარგად შეისწავლეთ მართვის პანელი. თითოეულ ღილაკს თუ სატრიალებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დააკვირდით, რომ არც ერთი ღილაკი არ იყოს ჩავარდნილი, ემთხვეოდეს წარწერას და ა.შ. დარწმუნდით ასევე, რომ ეკარანზე ფიქსირდება შერჩეული რეჟიმი.



კარგად შეამოწმეთ კარები, ის ადვილად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ძალიან მჭიდროდ. კარების პეტლები მყარი უნდა იყოს.




უყურადღებოდ ნურც დოლურას დატოვებთ. ის თავისუფლად უნდა ტრიალებდეს მცირედი დაწოლით და არ უნდა გამოსცემდეს საეჭვო ხმებს.
სათითაოდ შეამოწმეთ ყველა შლანგი, ხომ არ ჟონავს რომელიმე, მოითხოვეთ ყველა საბუთი და რაღა თქმა უნდა, გარანტია.