როგორ შევიტანოთ სახლში სიმყუდროვე – 9 საინტერესო და მარტივი რჩევა


როგორი უნდა იყოს ყველაზე კომფორტული სახლი?
მოაშორეთ ზედმეტი ნივთები, შეიყვარეთ მცენარეები, გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის და ცხოვრება ბევრად საინტერესო და ლამაზი გახდება.
ჩვენ შეგიდგინეთ საინტერესო იდეების მოკლე ჩამონათვალი, რომელიც თქვენს ყოფას კომფორტულს გახდის.

დაუთმეთ დრო საკუთარ თავს



ჩვევად გაიხადეთ დასვენების დღეებში ცოტა ხნით საწოლში ნებივრობა, რათა დასვენება და მოდუნება მოახერხოთ.

დაამატეთ ინტერიერში მცენარეები




მწვანე ფერი ნერვულ სისტემაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად, სახლში მინი ბაღი მოწყოთ და თვალსაც ასიამოვნოთ და დადებითი ენერგიითაც დაიმუხტოთ.

გამოიყენეთ შესახსენებელი სტიკერები



არ არის აუცილებელი ყველაფერი

დაიმახსოვროთ და ამით გონება დაძაბოთ. შეიძინეთ დაფა ან წებოვანი სტიკერები და დაწერეთ მასზე როდის რა უნდა გააკეთოთ. ასე აღარაფერი დაგავიწყდებათ და თქვენც უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს.

შაერჩიეთ კარგი ფარდები



კომფორტულ სახლში უნდა იყოს კარგი ფარდები. ეცადთ ფარდები ისე შეარჩიოთ, რომ დილით მზის სინათლემ გამოძინებაში ხელი არ შეგიშალოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოიყენეთ ოთახის არომატები



არომატული სანთლები თუ სხვა საშუალებები ნებისმიერ სახლს კიდევ იფრო მყუდორს გახდის. სურნელი საკუთარი გემოვნებით შეარჩიეთ.

ხშირად შეხდეთ საყვარელ ადამიანებს



მოაწყვეთ სახლში ფოტოგალერეა, დაბეჭდეთ საყვარელი ადამიანების სურათები, მოათავსეთ ჩარჩოში და დაკიდეთ კედელზე. მათი დანახვა ყოველთვის პოზიტიურად განგაწყობთ.

დაამატეთ ინტერიერს ეკო-დეტალები



ინტერიერის დიზაინის ტენდენციები ეკო-სტილს გვკარნახობს, სწორედ ბუნებასთან სიახლოვე აღავსებს ადამიანს დადებითი ენერგიით. Eეს დეტალები საკუთარი ხელითაც შეგიძლიათ შექმნათ, მთავარია იყოს სადა და ლამაზი.

გამოიყენეთ ვიზუალიზაცია



გამხნევება ყველა ჩვენგანს ჭირდება, თუ გაქვთ საყვარელი ფრაზა ან სლოგანი შეგიძლიათ ამობეჭდოთ და გამოსაჩენ ადგილას გამოაკრათ, ეს თქვენი დღის პოზიტივი და მოტივაცია იქნება.

ხშირად დაალაგეთ სახლი




სახლში დისკომფორტის მთავრი მიზეზი არეულობაა. Eეცადეთ პირველ რიგში ეს პრობლემა მოაგვაროთ და თავიდან მოიშოროთ ყველა უსარგებლო ნივთი.