დალაგების 6 წესი მათთვის, ვისაც დასაკარგი დრო არ აქვს


იმისათვის, რომ სახლი სუფთა იყოს გენერალური დასუფთავება კვირაში ერთხელ მაინც არის საჭირო. არადა, მთელი შაბათი დღის ან სულაც შაბათ-კვირის სახლის დალაგებაში გატარება აბა, რომელ დიასახლისს უნდა?

შემოგთავაზებთ სახლის დალაგების რამდენიმე წესს, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი სახლი იდეალურად სუფთა იყოს და საამისოდ განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდეთ.

1. დაალაგეთ ხუთშაბათობით



სამუშო კვირის დასაწყისს ძალიან ბევრი ენერგია და დრო მიაქვს, სახლის დასალაგებლად არც დრო გვრჩება და არც ენერგია, ამიტომ ეს პროცესი, როგორც წესი, კვირის ბოლოს გადაინაცვლებს ხოლმე და მთელ თქვენი შაბათ-კვირა ეძღვნება,
სახლი კილაგდება, მაგრამ დასვენება ვერ ხერხდება. აბა, სცადეთ და სახლი ხუთშაბათს დაალაგეთ. თუ ამას მოახერხებთ მაშინ პარასკევს სუფთა სინდისით შეძლებთ მეგობრებთან ერთად საღამოს გატარებას და შაბათს დილით გვიან გაღვიძებას.

2. დააკომპლექტეთ ტანსაცმელი



სტატისტიკის მიხედვით, სახლის დალაგების დროს ქალბატონების დროის უმეტესობა ტანსაცმლის დახარისხებას და კარადების დალაგებას ეთმობა. იმისათვი,ს რომ თავიდან აიცილოთ ეს რუტინა გირჩევთ დააკომპლექტოთ ტანსაცმელი და თითო კომპლექტი თითო საკიდზე განათავსოთ.

3. საჭირო წვრილმანი ნივთები თვალსაჩინო ადგილას მოათავსეთ



თვალსაჩინო ადგილას გამოყავით ადგილი ისეთი წვრილმანი ნივთებისთვის, როგორიც არის გასაღები, ყურსასმენი, საფულე და სხვა.

4. სახლის დალაგების დროს დანიშნეთ დრო



იმისათვის, რომ ხუთშაბათს სახლის საფუძვლიანად დალაგება 3-4 საათში მოასწროთ ყოველ საღამოს ცოტათი მაინც უნდა დაალაგოთ. დანიშნეთ დრო და თითო ოთახის დალაგებას 20-25 წუთი დაუთმეთ.

5. რეგულარულად შეამოწმეთ მაცივარი



რამდენჯერაც მოგიწევთ მაცივრის გაღება იმდენჯერ მიაქციეთ ყურადღება რაიმე ცარიელი ან ძველი ხომ არ გაქვთ მაცივარში, რამე ხომ არ დაიქცა. ეცადეთ ეს პრობლემები მაშინვე მოაგვაროთ.

6. არეულობა მაშინვე  ჩაახშეთ



თუ შენიშნეთ, რომ სახლის კონკრეტული ადგილი აირია ნუ გადადებთ მის დალაგებას, მაშინვე მოაწესრიგეთ, ასე დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც, შედეგად კი მოწესრიგებულ სახლს მიიღებთ.