9 უმნიშვნელოვანესი რჩევა სახლის დალაგებასთან დაკავშირებით – რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად გაზაფხულზე


ბევრ ჩვენგანს ყოველდღიურად სახლის დასალაგებლად დაახლოებით ერთი საათი ჭირდება. რა თქმა უნდა, ეს საჭირო პროცედურაა და სახლის სისუფთავეს და სიმყუდროვეს უზრუნველყოს, თუმცა უმჯობესია ამ პროცედურას უფრო ცოტა დრო დავუთმოთ და თავისუფალი დრო უფრო სასიამოვნიდ გავატაროთ. ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სახლის დალაგების დროს, რათა ჩვენი შრომა უფრო ნაყოფიერი და ეფექტური იყოს.

1. სუფთა ნიჟარა



ნიჟარა, იქნება ეს აბაზანის თუ სამზარეულოსი, ნებისმერი სახლის ყველაზე დაბინძურებული ადგილია, რომელიც მუდმივად საჭიროებს დასუფთავებას, იმისათვის, რომ თქვენი ნიჟარა სულ ბზინავდეს და ახალივით
გამოიყურებოდეს გირჩევთ ცვილის ქაღალდი მოიშველიოთ ის ძალიან კარგად გააპრიალებს თქვენი ნიჟარის ზედაპირს.

2. უსაფრთხო და მოხერხებული იატაკის საწმენდი



თანამედროვე იატაკის ჯოხები ისეა მოწყობილი, რომ ძალიან მოხერხებული და კომფორტულია. მსგავსი ტიპის იატაკის საწმენდი ძალიან ეფექტურია და ყველაზე მოსახერხებლი გახლავთ ის მომენტი, რომ მას ეხსნება თავი, რომელიც მარტივად ირცხება სარეცხის მანქანში.

3. სუფთა ქვაბები



მოგეცემათ თუ არა საშუალება გირჩევთ მაშინვე გააპრიალოთ თქვენი ქვაბები და საამისოდ გამოიყენოთ დღესდღეობით არსებული უამრავი სახეხი საშუალება. სუფთა ჭურჭელი სუფთა სამზრეულოს განუყრელი ატრიბუტია.

4. სუფთა მატრასი



ყველამ კარგად ვიცით, რომ ლოგინის თეთრეული ხშირად უნდა ვცვალოთ, მაგრამ მატრასის შესახებ ხშირად გვავიწყდება ხოლმე. იმისათვის, რომ მატრასი სუფთა გვქონდეს, თვეში ერთხელ მაინც უნდა გავასფთავოთ შემდეგი წესით: დაყარეთ მატრასზე საჭმელი სოდა, დეზინფექციისთვის ცოტა ხანი გააჩერეთ და შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

5. ფანჯრები და სარკეები



იმისათვის, რომ თქვენი ფანჯრები და სარკეები სისუფთავით ბზინავდეს, მას შემდეგ, რაც საწმენდი საშუალებით გაწმენდთ გადაუსვით ჩვეულებრივი გაზეთი, ნახავთ როგორ იპრიალებს სარკე თუ მინა.

6. ჟალუზები



ჟალუზების სწრაფად გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვერსასრუტი, რომელსაც ავეჯის საწმენდ პირს დაუყენებთ.

7. ყავის აპარატი



ყავის აპარატი ის ნივთია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გაწმენდას თვეში ერთხელ მაინც. საამისოდ ჩაასხით მასში წყალში გახსნილი ძმარი, ჩართეთ, გამოუშვით ეს წყალი და შემდეგ მხოლოდ სუფთა წყლიანი აპარატი აამაუშავეთ, რათა კარგად გაივლოს და ძმრის სუნი არ დარჩეს.

8. სარეცხის მანქანა



პერიდოულად აუცოებელია ასევე სარეცხის მანქანის გაქმენდა, ამისთვის ჩაასხით ფხვნილის განყოფილებაში მათეთრებელი საშუალება და ამუშავეთ მანქანა. ასე მას დეზინფექცია ჩაუტარდება.

9. სუფთა ტექნიკა


არასდროს მიაკაროთ ტექნიკის, კომპიუტერის ან ტელევიზორის ზედაპირს რომელიმე ქიმიური საშუალება ან წყალი. მტვერი შეგიძლით მშრალი ტალოთი გაწმინდო, ხოლო თუ ეს საკმარისი არ იქნება კაგად გაწურული ტილო გამოიყენეთ. საერთოდ კი უმჯობესია ტექნიკის მაღაზიებში ეკრანის საწმენდი სპეციალური სალფეტკები შეიძინოთ.