როგორი დიასახლისი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველა სახლს საკუთარი, განუმეორებელი ატმოსფერო, განწყობა, სუნი და ხასიათი აქვს. ყველა დისასახლისს საკუთარი, ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს სისუფთავესთან. ზოგისთვის მოწესრიგებული სახლი იდეალური წესრიგია, ზოგისთვის კი შემოქმედებითი ქაოსი. კარგ ფსიქოლოგს სახლზე დაკვირვების შემდეგ დიასახლისის პორტრეტის დახატვა არ გაუჭირდება. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე დეტალისთვის ყურადღების მიქცევაა საკმარისი.

ასტროლოგები კი ირწმუნებიან, რომ განწყობა სახლში დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული დიასახლისი.

მაგალითად, ვერძს, მორიელსა და თხის რქას სადილების მომზადება უყვართ, მშვილდოსნებსა და ტყუპებს კი სამზარეულოში ტრიალი მოსაწყენად ეჩვენებათ. სხვებს მოუმზადებენ, მაგრამ
თუ საუბარია საკუთარ თავზე, ჯობს ბუტერბროდი მიირთვან, ვიდრე მომზადებაში ძალისხმევა დახარჯონ.
მაშ ასე, მოდით გავეცნოთ ზოგად დახასიათებას, ვინ როგორი დიასახლისია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი - ნამდვილი ცეცხლი


ვერძბი ვერ იტანენ არეულობას, თუმცა არეული სახლის მოწესრიგებაზე დროისა და ენერგიის დახარჯვას კიდევ უფრო ვერ იტანენ. არც დამხმარე ქალბატონებთან დაკავშირებული იდეები მოსწონთ, თვლიან, რომ მათსავით სხვა ვერ გააკეთებს. ამიტომაც, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც არეულობა ძალიან გააღიზიანებს, მთელ თავიანთ სიზარმაცეს ამოანთხევენ და შესაძლოა საამისოდ რამდენმე დღეც კი დასჭირდეთ, თუმცა ყველაფერს გააპრიალებენ.

კურო - ნაბიჯ-ნაბიჯ


კურო ყველაფერს რაციონალურად უდგება, მათ შორის სახლის დალაგებასაც. კურო ადგენს გეგმას და მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება. როგორც წესი, სახლის დალაგებას საკმაოდ დიდ დროს უთმობენ, თუმცა შედეგი ამად ნამდვილად ღირს. მათ გაკეთებულს წუნს ვერ დასდებ.

ტყუპები - დაიჭირე შთაგონება


ტყუპებს უყვართ წესრიგი, თუმცა ცოტა ქაოსიც არ აღიზიანებთ, მათი სახლი თითქმის ყოველთვის მოწესრიგებული, ცოცხალია. მათი სახლი ძალიან არასდროს ირევა, რადგან სისუფთავეს ყოველდღიურად იცავენ, სახლის გენერალურ დალაგებას ცოტა ფილოსოფიურად უდგებიან - პროცესს, როდესაც შეგიძლია საყვარელ კედლებში საყვარელ ნივთებთან გაატარო დრო.
თუმცა ხდება ხოლმე ისე, რომ ხან სარეცხი დაუგროვდებათ, ხან სერიალი აღმოჩნდება იმაზე საინტერესო, ვიდრე იატაკის მოწმენდა, ამიტომ მათთვის იდეალურია სისტემა ყოველდღე 15 წუთი.

კირჩხიბი - მხოლოდ სიყვარულით


კირჩხიბებს ძალიან უყვართ თავიანთი სახლი და გულწრფელად ზრუნავენ მასზე. ისინი დიდი ყურადღებას აქცევენ სისუფთავეს, თუმცა აქვთ ერთი პრობლემა - ძალიან სენტიმენტალურები არიან, რაც ნიშნავს იმას, რომ უჭირთ ძველ ნივთებთან განშორება, შედეგად კი სახლში ბევრი უსარგებლო ნივთი იყრის თავს. სახლის გენერალური დალაგება შესაძლოა მათთვის ემოციურ ხაფანგად იქცეს.

ლომი - ბოლო წუთს


ლომებს, როგორც წესი, ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არა აქვთ იმდენი დრო, რომ სახლის დალაგებას დაუთმონ. მათი ამბიციები აბსოლუტურად სხვა სფეროსკენ არის მიმართული, თუმცა ისიც კარგად იციან, რომ მოწესრიგებული სახლი საკუთარი თავის წარმოჩენის ერთ-ერთი საშუალებაა. სახლს ლომები მხოლოდ მაშიმ ალაგებენ, როდესაც ეს მართლა გარდაუვალია. თუ გადაწყვეტენ, რომ აკონტროლონ სახლში სისუფთავე, ეს ძალიან კარგად და ხარისხიანად გამოსდით.

ქალწული - ორ ცეცხლს შუა


ერთის მხრივ ქალწულებს უყვართ, როდესც ირგვლივ იდეალური წესრიგია და მეორეს მხრივ მათი კრეატიულობა უბრალოდ არ იძლევა ამის საშუალებას. ეს ორი უკიდურესობა ქალწულებს ყოველთვის უშლის ხელს სახლის დალაგებაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა ისწავლონ ბალანსის დაცვა, უნდა ჩამოაყალიბონ და გადაწყვიტონ, რამდენი დროის დათმობას შეძლებენ სახლის დალაგებისთვის და მკაფიოდ მისდიონ დაწესებულ წესებს.

სასწორი - მოწოდება ნამდვილად არ არის 


ჰაერის ამ სტიქიას უბრალოდ არ აქვს იმდენი დრო, რომ ის მიწიერ პრობლემებს დაუთმოს. სახლის დალაგებაში დროის დახარჯვა სასწორისთვის მნიშვნელოვანი სულაც არ არის. სასწორი ადვილად იქმნის კომფორტის ზონას, თუმცა იდეალურ სისუფთავეზე ძალისხმევას არ დახარჯავს. მას ურჩევნია ეს საკითხი სხვამ მოაგვაროს. თუ ეს ვერ ხერხდება, მისი შემოქმედებითი ქაოსის გაკრიტიკება არ ღირს.

მორიელი - ყველაფერი მარტივად


მორიელი ძალიან ენერგიული და ვნებიანი ნიშანია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ენერგიას სახლის დალაგებისკენ მიმართავს. მორიელი ძალიან პრაქტიკული და აკურატულია. მისი სახლი ძალიან არეული არასდროს არის. მორიელმა კარგად იცის სივრცის ორგანიზება. იდეალური წესრიგი მისი მიზანი არასდროს არის. მორიელი იქმნის ჰარმონიულ გარემოს და იდეალურ წესრიგში დროსა და ენერგიას არ ხარჯავს.

მშვილდოსანი - ადრე თუ გვიან


თუ მშვილდოსანი ერთ ადგილზე ზის, ე.ი. ის ავად არის. მათ ყოველთვის იმდენი საინტერესი საქმე აქვთ, რომ სახლის დასალაგებლად დრო უბრალოდ არ რჩებათ. მათ სახლში ხშირად გროვდება გასარეცხი სარეცხი, მტვერი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, იკრებენ ძალებს, რთავენ საყვარელ მუსიკას და ყველაფერს აწესრიგებენ.

თხის რქა - მეორე სახლი


პასუხიმგებლობით აღსავსე თხის რქა თავის საქმეს სახლში სიმკაცრით უდგება და ხარისხიანად აკეთებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ თავისუფალი დრო დარჩა. სამსახური მისთვის პრიორიტეტულია.
მთავარია, რომ თუ სახლის დალაგება დაიწყო, ფეხებში არ მოებლანდოთ და არ მოაცდინოთ.

მერწყული - წესრიგი, როგორც ხელოვნება


მერწყული დამოუკიდებელი და პრაქტიკული ადამიანია, დალაგების პროცესი მასზე დამთრგუნველად ნამდვილად არ მოქმედებს. უყვართ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი აკურატულად და ლამაზად არის. შეუძლიათ სახლის დალაგებაში მეზობელსაც კი დაეხმარონ. მათი სახლი, როგორც წესი, არეული არასდროს არის, ნივთებს ყოველთვის საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი.
დალაგების გრაფიკი გაწერილი არასდროს აქვთ, ეს მათ განწყობაზეა დამოკიდებული. შეიძლება სახლის დალაგება ღამის 2 საათზე დაიწყონ.

თევზები - ყველაფერი კომფორტისთვის


თევზებისთვის სახლის დალაგება ერთგვარი ხელოვნებაა. ვერ იტანენ არეულობას და უყვართ კომფორტი. სახლის საქმეების კეთება მათ საერთოდ არ აღიზიანებთ. გეგმა, როგორც წესი არ აქვთ, მიჰყვებიან იატაკის ჯოხსა და მტვერსასრუტს, საჭიროებებიდან გამომდინარე მოქმედებენ.