რატომ არ უნდა გადააგდოთ კბილის ძველი ჯაგრისი - საუკეთესო საწმენდი საშუალება და...

კბილის ჯაგრისის სხვა რამით ჩანაცვლება ძალიან რთულია, აი, კბილის ჯაგრისით კი ნამდვილად არის შესაძლებელი უამრავი რამის ჩანაცვლება. მოდით ვნახოთ, რაში შეიძლება დაგვჭირდეს კბილის ძველი ჯაგრისი.

სამზარეულოს ქურა
კბილის ჯაგრისით ძალიან კარგად შეგიძლიათ გაწმინდოთ სამზარეულოს ქურის ის ადგილები, რომლის გაწმენდაც ჩვეულებრივი ტილოთი შეუძლებელია. კომპაქტური ზომის და უხეში ჯაგრისის წყალობით ის კარგად ხვდება რთულად მისადგომ ადგილებში.

ფილებს შორის ნაპრალები

ამ ნივთით ძალიან მარტივად არის შესაძლებელი აბაზანასა და საპირფარეშოში კერამიკულ ფილებს შორის გაჩენილი ჭუჭყის მოშორება.

ონკანი
ონკანის ფილტრი ძალიან ხშირად არის ხოლმე გასაწმენდი
და კბილის ჯაგრისი ამ ამოცანასთან გამკლავებაში ძალიან ეფექტურად დაგეხმარებათ. გაწმინდეთ ფილტრი ჯაგრისით, შემდეგ კი ცოტა ხნით საპნიან თბილს წყალში ჩაალბეთ.

ცარცისა და ფანქრის კვალი
თუ სახლის კედლებზე თქვენი შვილის მხატვრული შედევრები შენიშნეთ, ცარცით ან ფანქრით შესრულებული, სანამ სასოწარკვეთას მიეცემოდეთ, ჯერ ამ ლაქების მოშორება კბილის ჯაგრისით სცადეთ. დაიტანეთ ჯაგრისზე საპარსი ქაფი ან კბილის პასტა და დახატული ზედაპირი ფრთხილი, წრიული მოძრაობებით დაამუშავეთ. ბოლოს გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

კომპიუტერის კლავიატურა

ეს ის ნივთია, რომლის წმენდაც მარტო ტილოთი პრაქტიკულად შეუძლებელია. სცადეთ და კლავიატურის გასაწმენდად მშრალი, უხეში კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ.

ყველის სახეხი
გამოცდილმა დიასახლისებმა კარგად იციან, რა ძნელია სახეხის იდეალურად გასუფთავება. ჰოდა, სცადეთ საამისოდ კბილის ჯაგრისი, გარწმუნებთ, შედეგი გაგაოცებთ.

სიმინდი

ხშირად სიმინდის ფუჩეჩისგან გათავისუფლება არც ისე მარტივია, ამ საქმეში ჯაგრისი შესანიშნავად დაგეხმარებათ.

თმის შეღებვა
თუ თმის შეღებვა სახლის პირობებში გიწევთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ჯაგრისი კბილის ჯაგრისით ჩაანაცვლოთ და საქმეც გაიმარტივოთ.

ფენი

შესანიშნავად წმენდს კბილის ჯაგრისი თმის ფენს, ასევე ვენტილაციას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები