როგორ მოვაწესრიგოთ აბაზანა, რომ ყოველთვის დალაგებულის ეფექტი ჰქონდეს


ფართო და დიდი აბაზანა ყველა დიასახლისის ოცნებაა, თუმცა ყველას როდი აქვს ამის ფუფუნება. თუ არ გაგიმართლათ და აბაზანაში სივრცე შეზღუდული გაქვთ, ვეცდებით დაგეხმაროთ და მოგცეთ რჩევები, როგორც მოაწყოთ სივრცე მაქსიმალურად პრაქტიკულად და კომფორტულად.

თარო საშხაპეში


დამატებითი შესანახი სისტემის არსებობა ზედმეტი არასდროს არის, საშხაპეში დამატებით თაროების მოწყობით კი სივრცესაც განტვირთავთ და ბევრად კომფორტულადაც იგრძნობთ თავს.

სტელაჟი


თუ თქვენს აბაზანაში ვერ ხერხდება სრულფასოვანი კარადის გაკეთება, შეგიძლიათ გამოიყენოთ სტელაჟი. ეს დამატებითი შესანახი სისტემის ორგანიზების შესანიშნავი საშუალებაა. რაც მეტი თარო ექნება სტელაჟს, მით მეტი
ადგილი გამოგიჩნდებათ ნივთების დასახარისხებლად.

დაწნული კალათები


კალათა აბაზანაში სერიოზული დამხმარეა. კალათის ზომა და ფორმა შეგიძლიათ შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რის შენახვას აპირებთ მასში.

სივრცე ნიჟარის ქვეშ


თუ ამის საშუალება არის, გირჩევთ მაქსიმალურად აითვისოთ სივრცე ნიჟარის ქვეშ, შეგიძლიათ გააკეთოთ თაროები, განათავსოთ ორგანაზიერები, ქილები და ა.შ.

გორგოლაჭებიანი მაგიდა


როგორც წესი, ასეთ მაგიდებს სასმელების შესანახად იყენებენ ხოლმე, თუმცა ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის, შეგიძლიათ მსგავსი მაგიდა შესანახ სისტემადაც გამოიყენოთ.

დასაკიდი ორგანაიზერი


შეზღუდულ სივრცეში გამოიყენება არა მარტო ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური ორგანაიზერი.

თაროები უნიტაზის ზემოთ


უნიტაზის ზემოთ ადგილი შეგიძლიათ წარმატებით აითვისოთ და გამოიყენოთ შესანახ სისტემად.

კარის სახელური


აბაზანაში პირსახოცის დასაკიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარის სახელურიც კი თუმცა არასტანდარტული ვარიანტით, თავისუფალ სივრცეზე დაამაგრეთ რაც შეიძლება მეტი კარის სახელური და გამოიყენეთ ნივთების დასაკიდად.

ნიშა


ჩაშენებული სანტექნიკა იძლევა ნიშის არსებობის საშუალებას. ეს ნიშები გონივრულად შეიძლება იქნეს გამოყენებული შესანახ სისტემად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები